logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძი გაიხსნა
ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძი გაიხსნა
22:37 23.11.2018
თბილისის მერმა კახა კალაძემ საბურთალოს რაიონში, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალაშენებული სატრანსპორტო კვანძი გახსნა.

თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, ესტაკადაზე მოეწყო ტექნიკური ტროტუარი, ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათების სისტემა LED სანათებით, სკვერი და ესტაკადიდან სკვერში ჩასასვლელი ლითონის კიბე. გარდა ამისა, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა კომუნიკაციებს.

„დღეიდან ავტომობილით აქ გადაადგილება ყოველგვარი პრობლემისა და საცობების გარეშე იქნება შესაძლებელი. ეს არის პირველი ეტაპი. რაც შეეხება მეორე ეტაპს - თამარაშვილის კვანძს, მუშაობენ ექსპერტები და ვნახოთ რამდენად იქნება შესაძლებელი და რამდენად იქნება მეორე ეტაპის პროექტის განხორციელების საჭიროება. ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა პანდუსის პროექტი. მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები , რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ასევე დამონტაჟდა ახალი გარე განათებები თავისი ევროპული ტიპის LED სანათებით, გზაგამყოფებზე არის მწვანე სივრცე მოწყობილი, სადაც დაახლოებით 400-მდე ხე-მცენარე დაირგო. ამ პროექტის ფარგლებში გაკეთდა პატარა სკვერი და ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, ისარგებლონ ამ გამწვანებული სივრცით. ძალიან სასიამოვნო მწვანე გარემოა, რომელიც ძალიან მძიმე მდგომრეობაში იყო. ამ პროექტის ფარგლებში კი ყველაფერი მოწესრიგდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოში 165-მეტრიანი სატრანსპორტო კვანძი არაიმპორტირებული, საქართველოში დამზადებული ელემენტებით აშენდა.

ხიდი უკვე გამოიცადა დინამიურ 200-ტონიანი დატვირთვაზე, რაც წარმატებით დასრულდა.

ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი უზრუნველყოფს აღნიშნულ ქუჩებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას, განტვირთავს საცობებს საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილში და შეამცირებს ტრანსპორტის გადაადგილების დროს.

სამშენებლო სამუშაოებისთვის, რომელსაც თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს " კონსთრაქშენ სერვისი" აწარმოებდა, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 2 968 933 ლარი დაიხარჯა.

სამუშაოების შედეგს ადგილზე გაეცნენ თბილისის მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი და მაია ბითაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი და მაჟორიტარი დეპუტატები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო