logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
თბილისის მერიისა და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ერთობლივი კამპანია „მეტი უსაფრთხოებისთვის“ გრძელდება
თბილისის მერიისა და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ერთობლივი კამპანია „მეტი უსაფრთხოებისთვის“ გრძელდება
13:54 20.11.2018
დედაქალაქის მერიისა და კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ერთობლივი სოციალური კამპანია - „მეტი უსაფრთხოებისთვის“ გრძელდება.

როგორც “ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბედნელიანმა განცხადა, დედაქალაქის მერია კომპანია “ყაზტრანსგაზ - თბილისს” მოუწოდებს, საცხოვრებელ ბინებში კუსტარულად დამონტაჟებული გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების აღმოჩენის შემთხვევაში კიდევ უფრო გაამკაცრონ ზომები.

„2018 წელს, დედაქალაქის მასშტაბით დაფიქსირდა CO-თი მოწამვლის 16 და გარდაცვალების 13 შემთხვევა. ამ ციფრების უკან დგანან კონკრეტული ოჯახები, რომლებმაც დაკარგეს ძვირფასი ადამიანები. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო კომპანია “ყაზტრანსგაზ- თბილისს” მთელი სიმკაცრით მიუდგნენ ისეთ შემთხვევებს, სადაც ადგილი ექნება გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების კუსტარულად დაყენებას, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არამარტო იმ ოჯახს, არამედ მეზობლებსაც. ასევე მინდა ვთხოვო დედაქალაქის მოსახლეობას, ნებისმიერი საფრთხის არსებობის შემთხვევაში დარეკონ „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ტელეფონის ნომერზე- 114 და მოითხოვონ გაზის ქსელის შემოწმება. მათ მომსახურებას გაუწევენ კომპანიის კვალიფიციური თანამშრომლები”,- განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა გიგლა თამაზაშვილმა კამპანიის დეტალებზე ისაუბრა და მოსახლეობას კონკრეტული რეკომენდაციების დაცვა სთხოვა.

“მოვუწოდებთ ჩვენ აბონენტებს, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ჩვენი რჩევები და რეკომენდაციები, რომლებსაც „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები გასცემენ გეგმიური შემოწმების დროს. ამასთან, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ 24-საათიან რეჟიმში ემსახურება დედაქალაქის მცხოვრებლებს და ნებისმიერ დროს გამოძახების შემთხვევაში, თანამშრომლები მზად არიან მივიდნენ და უფასოდ უფასოდ მოემსახურონ“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

ღონისძიებას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი დაესწრო. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების სამსახურში ასევე იმყოფებოდნენ მაშველები, 114-ის სამუშაო ჯგუფის წევრები და სხვადასხვა დროს CO-თი მოწამლული მოქალაქეები, რომლებმაც კონკრეტული ისტორიები გაიხსენეს და მოსახლეობას უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა