logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
განათლების სამინისტრო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად საქართველოში უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებს
განათლების სამინისტრო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად საქართველოში უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებს
10:17 20.11.2018
საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად, საქართველოში უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მემორანდუმს მიხეილ ბატიაშვილმა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლილიკაშვილმა ხელი მადრიდში მოაწერეს. პროგრამა ტურიზმის მიმართულებით ისეთი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას გულისხმობს, როგორებიცაა საერთაშორისო მასშტაბის საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური ფორუმების ჩატარება და ონლაინ აკადემიის პლატფორმის შექმნა. ასევე, სხვადასხვა პროექტებს, როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ასევე კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უმნიშვნელოვანესი შეთანხმებაა, რომელიც რეგიონალური ტურიზმის სფეროში ქვეყნის განვითარებას, ახალი პროგრამების შექმნას და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, ტურიზმის მიმართულებით საგანმანათლებლო აკადემიის დაფუძნებას გულისხმობს.
„ერთობლივად შემუშავებული ყველა ინოვაციური პროექტი უახლოეს მომავალში დაიწყება და მას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, არდგან საქართველოში ტურიზმი ძალიან სწრაფად ვითარდება და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად განხორციელებული პროექტები, მით უმეტეს განათლების მიმართულებით, ხელს შეუწყობს როგორც ამ სფეროს განვითარებას, ასევე საქართველოს აქცევს ტურიზმის განათლების სფეროში რეგიონალურ ჰაბად“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს ინოვაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზეც, რომელიც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკადემიის ფარგლებში განხორციელდება. მხარეები შეთანხმდნენ ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ტურიზმის სფეროში ჩართული სხვადასხვა ორგანიზაციების ეფექტურ ურთიერთთანამშრომლობაზე, ერთობლივი კლასტერების შექმნასა და მისი განვითარების ხელშეწყობაზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა