logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ლევან დავითაშვილმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ლევან დავითაშვილმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
11:36 17.11.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „თანამშრომლობა საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენის მიზნით" მიიღო მონაწილეობა.

სიტყვით გამოსვლისას, ლევან დავითაშვილმა სახეობების აღდგენის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და ყურადღება ველური ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონია. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, ადამიანის აქტივობის ზემოქმედებით, მდიდარი ბიომრავალფეროვნება ბევრი გამოწვევის წინაშე დადგა. ერთი ქვეყნის ძალისხმევა ვერ უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების სათანადო დაცვას, ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში, საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაწია გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების აღდგენის სფეროში. დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი გაფართოვდა, რაც მომავალშიც გაგრძელდება. დღეისათვის, საქართველოში დაცული ტერიტორიები მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ძირითად ეკოსისტემებს მოიცავს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის მინისტრმა, მუხთარ ბაბაევმა ლევან დავითაშვილს საერთაშორისო კონფერენციაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ არაერთი საერთო პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

საქართველოსა და აზერბაიჯანისრესპუბლიკას შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ფარგლებში, ისტორიული განვითარების არეალში, ქურციკების აღდგენის პროექტზეც იმსჯელეს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შედეგად, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ქურციკების რაოდენობა გაზრდილია.

კონფერენცია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციას აზერბაიჯანის გარემოს დაცვის მინისტრი, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი დამოუკიდებელი ექსპერტები და დონორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა