logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თსუ-ში წიგნის „დემოკრატიის გაკვეთილები - ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (1877-2008 წლები)“ პრეზენტაცია გაიმართა
თსუ-ში წიგნის „დემოკრატიის გაკვეთილები - ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (1877-2008 წლები)“ პრეზენტაცია გაიმართა
10:43 15.11.2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის და თსუ-ის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ ვასილ კაჭარავას წიგნის „დემოკრატიის გაკვეთილები - ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (1877-2008 წლები)“ პრეზენტაცია თსუ-ში გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელი, საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, თსუ პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

პროფესორ ვასილ კაჭარავას სახელმძღვანელოში „დემოკრატიის გაკვეთილები - ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (1877-2008 წლები)“ წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია 1877 წლიდან 2008 წლამდე. წიგნი აშშ საელჩოს გრანტის ფარგლებში თსუ-ს მხარდაჭერით გამოიცა.

„სახელმძღვანელო მნიშვნელოვანია დღეს მიმდინარე იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებს ჩვენი მთავრობა, ესაა ქართველი საზოგადოებისთვის დასავლეთის ფასეულობების უკეთ ახსნა. სწორედ ამ რაკურსში უნდა დავინახოთ ამ სახელმძღვანელოს მნიშვნელობა, რომელიც არამარტო ჩვენი სტუდენტებისთვის, არამედ ჩვენს საზოგადოებას აძლევს აშშ-ს შესახებ ფართო და ობიექტურ ინფორმაციას“,-განაცხადა ავტორმა.

წიგნი განკუთვნილია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე, ამერიკის ისტორიით დაინტერესებული ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის. წიგნის რედაქტორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ელენე მეძმარიაშვილი, რეცენზენტები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თედო ჯაფარიძე და მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ბარნოვი.

სახელმძღვანელო აერთიანებს შემდეგ თემებს: პოსტრეკონსტრუქციული ერა კვლავ გაერთიანებულ ამერიკაში; პროგრესივიზმის ერა; 1920-იანი წლები _ აყვავების ხანა; დიდი დეპრესია და „ახალი კურსი“; ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში; მეამბოხე 1960 წლები; ვიეტნამის სინდრომიდან სტაგფლაციის ფენომენამდე; რონალდ რეიგანის კონსერვატიული რევოლუცია და ამერიკის შეერთებული შტატები მონოპოლარული სამყაროს ლიდერი. წიგნში აგრეთვე გაეცნობით ამონარიდებს ამერიკის პრეზიდენტების საინაგურაციო გამოსვლებიდან. ის ქრონოლოგიურად მოგვითხრობს აშშ-ის იმ შიდა და გარე პოლიტიკური მოვლენების, მოძრაობების და აშშ-ის გამორჩეული პოლიტიკოსების მოღვაწეობის შესახებ, რომლებმაც გავლენა მოახდინეს აშშ-ის პოლიტიკის ფორმირებასა და განვითარებაზე.

როგორც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, გამოცემა მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის. „მნიშვნელოვანია, რომ თსუ-ში სამივე საფეხურზე მიმდინარეობს ამერიკანისტიკის გაძლიერებული სწავლება,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისივე თქმით, წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და საზოგადოების წარმომადგენლები, რომელთა დიდი ნაწილი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა აშშ-ში.

„აშშ საელჩო მოხარულია, რომ თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ახალი წიგნი, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, ეხება აშშ-ს დემოკრატიის გაკვეთილებს. წიგნი გამოიცა აშშ-ს საელჩოს მიერ წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ქართველ მკითხველს აძლევს საშუალებას ქართულად გაეცნოს ამერიკულ სამეცნიერო ლიტერატურას,“ -განაცხადა საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.

აშშ-ს საელჩოს მიერ წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში მალე გამოიცემა სახელმძღვანელოს მეორე ტომი „დემოკრატიის გაკვეთილები - ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ისტორია (დასაბამიდან 1877 წლამდე)“, რომელიც პროფესორმა ელენე მეძმარიაშვილმა მოამზადა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თქმით, აშშ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია. „დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პირველად, ქართველმა ავტორმა გამოსცა აშშ-ს დემოკრატიისა და ისტორიის შესახებ უნიკალური წიგნი. ეს ნაშრომი ქართველი სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვის და ამერიკანისტიკით დაინტერესებული ნებისმიერი ადამინისთვის, მართლაც უნიკალური შესაძლებლობაა გაეცნოს,როგორც ამერიკის პოლიტიკის ისტორიას, ისე დემოკრატიის იმ გაკვეთილებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მომავალი თაობისთვის, რომლებიც ამ სახელმძღვანელოთი ისწავლიან იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპული საკითხია“- აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

ამერიკისმცოდნეობის პროგრამა თსუ-ში 1998 წლიდან ხორციელდება. ამ დროისთვის სწავლების სამივე საფეხურზე 200-მდე სტუდენტი სწავლობს. პროგრამა ითვალისწინებს კონკრეტულ საბაზისო ცოდნას ამერიკისმცოდნეობის სპეციალობით. სწავლება კონცენტრირდება სამი ძირითადი კლასტერის სახით: საზოგადოება, ისტორია, და პოლიტიკა, ლიტერaტურა და კულტურა, ენა და საზოგადოება, რაც გულისხმობს ისტორიის, პოლიტიკისა და დიპლომატიის, აშშ სახელმწიფო მართვის სისტემისა და უსაფრთხოების პოლიტიკის, ქართულ–ამერიკული ურთიერთობების, ამერიკული ლიტერატურის, ფილოსოფიის, კულტურის ისტორიისა და ხელოვნების, ეკონომიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნების ისტორიისა და კულტურის და სხვ., ძირითადი პრობლემების დასმის, განხილვისა და გადაწყვეტის ზოგადი მეთოდების ცოდნას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა