logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
თბილისის მერიის ცხელ ხაზს თანამშრომლები დაემატება
თბილისის მერიის ცხელ ხაზს თანამშრომლები დაემატება
12:48 07.11.2018
მოქალაქეთა ზარებზე დროულად და სრულფასოვნად რეაგირების მიზნით, თბილისის მერიის ცხელ ხაზს თანამშრომლები დაემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით,ცხელი ხაზის 42 ოპერატორის მეშვეობით გაწეული 24-საათიანი მომსახურების მიუხედავად, დღის განმავლობაში, 400-მდე ზარი რეაგირების გარეშე რჩება.

მისივე განცხადებით, თბილისის მერიის ცხელ ხაზს დაემატება და გადამზადდება იმდენი თანამშრომელი, რამდენიც საჭიროა იმისთვის, რომ მოქალაქეების არცერთი ზარი უპასუხოდ არ დარჩეს. კახა კალაძემ მოქალაქეთა მომსახურების საკითხის მოწესრიგებავიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა.

„მერიის ცხელი ხაზი საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურებაა, რომლის ფარგლებშიც, დღის განმავლობაში, 42 ოპერატორის საშუალებით, დაახლოებით, 2500ზარი ხორციელდება. მომსახურება 24-საათიანია. ცხელი ხაზი კვირის ყველა დღეს მუშაობს, თუმცა პირადად მე, მისი მუშაობის შესახებ ბევრი ადამიანისგან უკმაყოფილება მსმენია. ამიტომ, ვავალებ ირაკლი ხმალაძეს, რეფორმა რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს. თუ დასამატებელია, დაამატეთ თანამშრომლები და დაატრენინგეთ, კვალიფიკაცია აუმაღლეთ, რომ არცერთი ზარი არ დარჩეს პასუხგაუცემელი. დღეის მდგომარეობით, რეაგირების გარეშე 400-მდე ზარი რჩება. ეს მიდგომა და დამოკიდებულება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ეს საკითხი ძალიან მალე უნდა მოწესრიგდეს“,- აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემოქალაქეთა სერვისცენტრების მუშაობის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებსაცშეეხო.

„გარდა ამისა, საჭიროა მოქალაქეთა სერვისცენტრების გაუმჯობესება, მოწესრიგება და რეაბილიტაცია. ამჟამად, დაწყებულია მუშაობა პროექტირებაზე და მომავალი წლიდან დავიწყებთ სერვისცენტრების სრულ რეაბილიტაციას იმისთვის, რომ არ იყოს რიგები სერვისცენტრებშიდა არც ცხელ ხაზზე. ეს ის მინიმალური კომფორტია, რომელიც მოქალქეებს უნდა შევუქმნათ. ამის მოლოდინი და იმედი აქვს ჩვენს მოსახლეობას“, -განაცხადა თბილისის მერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო