logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრი გახსნა
მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრი გახსნა
15:26 06.11.2018
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში ისწავლიან. ცენტრი დღეს რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (აშშ) ვიცეპრეზიდენტ ლონა სტოლისთან, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ -საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორთან მაგდა მაღრაძესთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორ არჩილ ფრანგიშვილთან და BP საქართველოს გენერალურ მენეჯერთან კრის შლუტერთან ერთად გახსნა.

ახალ შენობაში, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე პირების მოთხოვნებზეც არის გათვლილი, ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ, პროფესიული უნარები უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიებში განივითარონ და დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს მაღალი სტანდარტების შესაბამისად დაეუფლონ.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროექტში 4.1 მლნ ლარის კონტრიბუცია განხორციელდა, რითაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა სრულად გარემონტდა.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ცენტრის გახსნის ცერომონიალზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ბატიაშვილმა მადლობა გადაუხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, რომლის მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ცენტრის FESTO-ს წარმოების თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე პროექტის ძირითადი პარტნიორის, BP - საქართველოს კონტრიბუციას, რომლის საშუალებითაც ლაბორატორიების ნაწილის შესყიდვა მოხდა. ლაბორატორიებში კი, რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული, პროფესორ-მასწავლებლები გადამზადდნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრის მიზანი, რომ აღზარდოს მაღალკვალიფიციური, დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული კადრები. ეს გულისხმობს სკოლადამთავრებულების, უმუშევრებისა და სხვა დაინტერესებული პირების მომზადება-გადამზადებას დასაქმების ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. ცენტრის ფუნქცია სრულ თანხვედრაშია იმ პრიორიტეტებთან, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერაა გაცხადებული“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა