თბილისის ბოტანიკური ბაღი დღეს ყვავილების ფესტივალს უმასპინძლებს
თბილისის ბოტანიკური ბაღი დღეს ყვავილების ფესტივალს უმასპინძლებს
18:35 02.11.2018
მიმდინარე წლის 3 და 4 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, უკვე მეორედ, ყვავილების გამოფენას უმასპინძლებს.

თბილისის მერიის პრესამსახურის ცნობით, გამოფენაზე ბოტანიკური ბაღის კოლექციაში არსებული ღია გრუნტის ყვავილოვანი მცენარეები, ქრიზანთემების 100-მდე, ხოლო გეორგინების 20-ზე მეტი ჯიში იქნება წარმოდგენილი.

გარდა ბოტანიკური ბაღის ყვავილოვანი მცენარეებისა, ფესტივალზე 5 კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნება ქრიზანთემები, ბეგონიები, ვარდები, გეორგინები და მიხაკები.

გამოფენა ხვალ 12:00 საათზე გაიხსნება.


ბეჭდვა