logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თემქის ხევის ტერიტორიაზე ახალი საქალაქო პარკი გაშენდება
თემქის ხევის ტერიტორიაზე ახალი საქალაქო პარკი გაშენდება
18:11 02.11.2018
ნაძალადევის რაიონში, თემქის ხევის ტერიტორიაზე, ახალი საქალაქო პარკი გაშენდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე დღეს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე იმყოფებოდა.

მერის მოადგილის განცხადებით, მასშტაბური რეკრეაციული ზონა თემქის ხევში 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე მოეწყობა.

„თემქის მოსახლეობას და ზოგადად, თბილისს რამდენიმე წელიწადში ახალი საქალაქო პარკი ექნება, რომელიც გენერალური გეგმით განსაზღვრული არის. უკვე ჰიდროლოგიურ-კვლევითი სამუშაო დავიწყეთ, რომელიც მდინარის გახსნის პოტენციალს სწავლობს და ასევე, გაწმენდითი სამუშაოები. შვიდ ჰექტარზე მეტი ტერიტორიის იმ მცენარეებისგან გაწმენდა მოხდება, რომელიც საპროექტო და კვლევით სამუშაოებს ხელს უშლის. ვფიქრობთ, ფართომასშტაბიან სამუშაოებს 12-13 თვეში დავიწყებთ, როდესაც ახალი საქალაქო პარკის სრული დიზაინი გვექნება. პარკს აქვს პოტენციალი, რომ ხევძმარის ხევი გაიხსნას და უნიკალური რეკრეაციული სივრცე შეიქმნას, სადაც დასვენება ყველას ერთად შეგვეძლება. ეს ახალი განძი იქნება თბილისისთვის, ისეთივე, როგორიცაა ვაკის, ვერის, მთაწმინდის პარკი და ასე შემდეგ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად, რეკრეაციული ზონის მოწყობასთან დაკავშირებით წინასაპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ასევე, ტერიტორიის გეოდეზიურ კვლევას მოიცავს. კვლევის საფუძველზე ცნობილი გახდება, შესაძლებელია თუ არა საქალაქო პარკის ტერიტორიაზე მდინარის მონაკვეთის გახსნა.

დასუფთავების სამუშაოები ბუჩქნარის გაკაფვასა და მიმდებარე ტერიტორიიდან გატანას ითვალისწინებს. ამ დროისთვის, თემქის ხევი ორი მეტრი სიმაღლის ლელქაშითაა დაფარული და ტოპოგეოდეზიური დაგეგმვის ჩატარება შეუძლებელია.

ადგილზე ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის
ინტერვიუ
ინტერვიუ აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელთან: საქართველოს წარმატება ტურიზმის სფეროში ჩვენთვისაც სასარგებლოა
17:08 03.02.2019
ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნაჰიდ ბაგიროვი ჟურნალისტ ლეილა მურადს
ინტერვიუ