მიხეილ ბატიაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
მიხეილ ბატიაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
16:40 02.11.2018
საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს- პასკალ მენიეს, „ფარნგული ინსტიტუტის“ დირექტორს- პიერ კლუეს და სამეცნიერო და საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ატაშეს -ელეონორ გარნიეს შეხვდა .

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისა და კულტურული ურთიერთობების განვითარებაში საფრანგეთის საელჩოს მიერ განსაკუთრებული აქტიურობისა და თანადგომისთვის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტთან“ დაკავშირებულ შემდგომ განსახორციელებელ ნაბიჯებს.

მიმდინარე წლის 26 მაისს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისას, საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, ხელი მოეწრა „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტის“ განხორციელებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას. პროექტი „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი“ წარმოადგენს მხარეთა ინსტიტუციონალურ თანამშრომლობას უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს ფრანგულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი პროგრამების შემუშავებას და საქართველოში ფრანგული დიპლომის გაცემას.

შესხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სევე ზოგად და პროფესიულ საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე პროცესები და ამ კუთხით, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.


ბეჭდვა