logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საქართველო ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობს
საქართველო ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობს
13:43 02.11.2018
მიმდინარე წლის 1-15 ნოემბერს შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში ღვინის საერთაშორისო გამოფენა Expovina იმართება, რომელშიც საქართველო სპეციალური სტუმრის სტატუსით პირველად მონაწილეობს.

Expovina განსაკუთრებული ლოკაციით და ფორმატით გამოირჩევა - გამოფენა ყოველი წლის შემოდგომაზე იმართება ციურიხის ტბაზე მდებარე გემებზე. აღნიშნულ გამოფენაზე ტრადიციულად დაახლოებით 4 ათასი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს.მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მას 65 ათასამდე ღვინის იმპორტიორი ესწრება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამოფენას გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა დაესწრო. მისი შეფასებით, გამოფენაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით დასწრება ხაზგასმით მიანიშნებს, რომ ქართული ღვინის ცნობადობა მატულობს და მსოფლიოს სულ უფრო მეტი უნდა რომ გაიგოს ქართული ღვინის შესახებ.
„წელს სამოცდამეხუთედ იმართება ციურიხში, შვეიცარიაში საერთაშორისო გამოფენა Expovina-2018 და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად ამ გამოფენის ისტორიის მანძილზე, საქართველო მონაწილეობს როგორც საპატიო სტუმარი, ცალკე პავილიონი არის მიძღვნილი ქართული ღვინოებისადმი. ჩვენი მწარმოებლები წარმოდგენილნი არიან სხვადასხვა კატეგორიის პრემიუმ ღვინით, მათ შორის, ქვევრის ღვინით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის”- ლევან მეხუზლამ.

გამოფენის გახსნას წინ უძღვოდა საზეიმო მიღება, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ ისაუბრა.

საქართველოს წარდგენა აღნიშნულ გამოფენაზე მოხდა საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ „საქპატენტი“-ს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით.

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში მონაწილეობენ ქართული ღვინის მწარმოებელი 20-მდე ღვინის კომპანია და მცირე მარანი.

საქართველოდან შვეიცარიაში მიმდინარე წლის 10 თვეში ექსპორტირებულია 20 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 300%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა