logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ზურაბ ლიპარტია: ფაროსანას რაოდენობა შემცირდა
ზურაბ ლიპარტია: ფაროსანას რაოდენობა შემცირდა
10:19 02.11.2018
მიმდინარე წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები და შედეგები აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში შეაჯამეს.


სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად ჩატარდა. დასავლეთ საქართველოში-სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და ცივი შესხურებით, 780 ათასამდე ჰექტარი ფართობი დამუშავდა. ტყის პერიმეტრებზე დამონტაჟდა „მოიზიდე და განადგურე“ სადგურები, რის შედეგადაც შემცირდა მავნებლის გავრცელება ტყის მასივებიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ შტაბში შეიქმნა მავნებელთან ბრძოლის სისტემა, რომელიც მონიტორინგსა და ანალიზზე დაფუძნებულ, კომლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ქვეყნის მთავარი ფიტოსანიტარი, ზურაბ ლიპარტია აღნიშნავს, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, უფრო მასშტაბური იყო.

„სახელმწიფოს მიერ, უპრეცედენტო მასშტაბის ღონისძიებები ჩატარდა სოფლების ტერიტორიებსა და სიმინდის ნათესების მასივებში. სტრატეგიულმა და სისტემურმა მიდგომამ რეგიონებში სიმინდის უხვი და მაღალი ხარისხის მოსავალი განაპირობა, აგრეთვე, მავნებლის რაოდენობის შემცირება და მისი გეოგრაფიული არეალის ძველ საზღვრებში შენარჩუნება. კვლევების შედეგად დადგინდა რომ თხილის მოსავალის დაზიანება დიდწილად განაპირობა სოკოვანმა და ბაქტერიულმა დაავადებებმა, რაზეც ფერმერების ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება“ - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.

მცენარეთა დაცვის სპეციალისტები ცალსახად აღნიშნავენ, რომ მავნებელთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა, ფაროსანას მქანიკური განადგურება როგორც საკარმიდამო ნაკვეთებში, როცა მავნებელი გამოზამთრების მიზნით საცხოვრებელ სახლებშია შესული.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, ღონისძიებები, სახელმწიფოს სტრატეგიის შესაბამისად, მომავალ წელსაც გაგრძელდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა