ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ფონდ „კურაციოსთან“ მემორანდუმი გააფორმა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ფონდ „კურაციოსთან“ მემორანდუმი გააფორმა
17:31 15.10.2018
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ კომიტეტის სახელით, საერთაშორისო ფონდ „კურაციოსთან“ მემორანდუმი გააფორმა. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი კომიტეტის თავმჯდომარემ და ფონდის პრეზიდენტმა, გიორგი გოცაძემ მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია მხარეების მიერ ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსის მხარდაჭერილი პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღებისას მტკიცებულების გამოყენებისთვის შესაძლებლობების გაძლიერებას და მდგრადობის ხელშეწყობას.



„სახელმწიფო პარტნიორობის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას მოვაწერეთ ხელი. ფონდი „კურაციო“ საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ქართული კვლევითი არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 25 წელზე მეტია ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების საკითხებზე მუშაობს. ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში კომიტეტს საშუალება ექნება მიიღოს დახმარება კანონშემოქმედებით და საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებისას. კერძოდ კი, ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, ფონდის მკვლევარები, კომიტეტს შესაბამისი ინფორმაციის და საერთაშორისო პრაქტიკის მოძიებაში დაეხმარებიან“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.


ბეჭდვა