logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
მარნეულში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა
მარნეულში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა
15:02 12.10.2018
მარნეულში, როგორც ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიურ კერაში, „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართა.

სოფლის მეურნეობის პრესსამსახურის ცნობით, სტუმრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიესალმნენ. ფესტივალს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ანდრო ასლანიშვილი დაესწრო, რომელმაც ფესტივალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლიდან ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის მულტიდისციპლინარული კვლევის პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებში გასულ წელს მეცნიერული დასკვნა გამოქვეყნდა, რომ სწორედ აქ, საქართველოს ამ რეგიონში დაიწურა პირველად ღვინო, რამაც ქართულ ღვინოს მსოფლიო მასშტაბით პოპულარობა მოუტანა. დღევანდელი ღონისძიება კარგად ეწერება ქართული ღვინის დღეების „ღვინობისთვე 2018“-ის ფარგლებში და განსაკუთრებით იმ განწყობის ფონზე, რომელიც მიმდინარე შემოდგომას ახლავს წარმატებულად ჩატარებული რთველისა და გადამუშავებული ყურძნის რეკორდული რაოდენობის ფონზე,“ - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.

ფესტივალის მსვლელობის დროს საწნახელში ყურძენი დაიწურა, ქართულ ტრადიციულ ჭიდაობაში შეჯიბრი გაიმართა, ასევე ქართული ღვინის, თაფლის, ყველის და სხვა პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ არქეოლოგიური გათხრების შედეგად მარნეულის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ექსპონატების გამოფენა-პრეზენტაცია, არქეოლოგიური მასალის ფოტოგამოფენა მოეწყო, გარდა ამისა მეღვინეებს შორის კონკურსი ჩატარდა, სადაც პროდუქცია მოწვეულმა სომელიეებმა შეაფასეს და გამარჯვებულს სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.

ღვინის ფესტივალი მარნეულში ქართული ღვინის დღეების - „ღვინობისთვე 2018“-ის ფარგლებში გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 5-დან 21 ოქტომბერამდე თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ქართული ღვინის დღეები „ღვინობისთვე 2018“ სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

ფესტივალი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

ანდრო ასლანიშვილმა მარნეულის მუნიციპლიტეტის ხელმძღვანელობას ღვინის ფესტივალის ორგანიზებისა და ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო