logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის საკითხებზე  მოსმენა გამართა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის საკითხებზე მოსმენა გამართა
18:27 26.09.2018
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმასაზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად ჩაატარა ზეპირი მოსმენა თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის საკითხებზე.

სხვადასხვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში, წარმოადგინა მასალები და დოკუმენტურად დადასტურებული პოზიციები თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით. საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში გამართულ შეხვედრას საკომიტეტო მოკვლევის სამუშაო ჯგუფი უძღვებოდა.

„საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი არის პირველი საპილოტე კომიტეტი, რომელმაც დანერგა საკომიტეტო მოკვლევის პრაქტიკა მიმდინარე წელს. თემატური საკომიტეტო მოკვლევის მიზანია საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კერძოდ, თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის თემაზე. სწორედ თქვენი ჩართულობა არის მთავარი განმსაზღვრელი იმ წარმატების, რასაც სამუშაო ჯგუფმა ამ კუთხით უნდა მიაღწიოს“, - მიმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამშეხვედრის მონაწილეებს.

მისი ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფმა თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშთან ერთად, 18-მდე დოკუმენტურად დადასტურებული პოზიცია მიიღო თბილისში ატმოსფერულ ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

კახა კუჭავას განცხადებით, ეს დაინტერესება სწორედ შესასწავლი საკითხის დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა თითოეული სუბიექტის მიერ წარმოდგენილი მასალა, რომელთა საჯარო მოსმენაც დღეს გაიმართა. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, აქედან გამომდინარე, შეხვედრის მონაწილეთა საერთო შეფასებით, გასაკვირი არაა, რომ საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. ამას ადასტურებს წარმოდგენილი კვლევებიც.

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვის“ მიერ თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ კვლევის მონაცემები და შესაბამისი რეკომენდაციები წარმოადგინა ნინო სულხანიშვილმა. მისი განცხადებით, აუცილებელია ქალაქში დაინერგოს გრძელვადიანი სრულყოფილი მონიტორინგის სისტემა. ეკა ლალიაშვილმა (საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის) თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაში ტრანსპორტის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარგი იქნება ტექნიკური ინსპექტირების საკითხის ახლებურად გადაწყვეტა.
საწვავის ხარისხის მონიტორინგის გამკაცრების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება თავის გამოსვლაში ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ წარმომადგენელმა გელა კვაშილავამ, რომელმაც ძირითადად ისაუბრა დიზელის როლზე ჰაერის დაბინძურებაში და მისი უარყოფითი შედეგების შემცირების გზებზე ტრანსპორტის სფეროში.
ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ერთ-ერთი გამოკვლევა უკავშირდება აზბესტის გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე და მისი ჩანაცვლების გზებს. დოკუმენტში განხილულია აზბესტის როლი ჰაერის დაბინძურებაში, გამომწვევი შედეგები, ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე, წარმოდგენილია არსებული გამოწვევის შესაბამისი რეკომენდაციები საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. ავტორების აზრით, უნდა აიკრძალოს აზბესტის გამოყენება და შეიქმნას მისი ჩანაცვლების სამოქმედო გეგმა. ამასთანავე, სახელმწიფომ უნდა განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებები და მთავრობამ შექმნას მისი კონტროლის ეფექტური მექანიზმი კერძო და მუნიციპალურ ტრანსპორტში აზბესტის შემცველი ხუნდები ჩასანაცვლებლად.

ცენტრის „ ენერგოეფექტურობა და გარემოს დაცვა“ წარმომადგენელმა ნელი ვერულავამ წარმოადგინა ნოვაციური წინადადება - “თბილისის მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ევროპული ტიპის კოლექტიური საკვამლე მილებით აღჭურვა მდგრადი განვითარებისათვის“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კი ყურადღება ბუნებრივი მტვრით თბილისის დაბინძურების პრობლემაზე გაამახვილეს.

ქალაქ თბილისში და მიმდებარე რეგიონში გარემოს, ატმოსფეროს, ნიადაგის, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ავტოტრანსპორტის საშუალებების საბურავების ცვეთის შედეგად წარმოქმნილი მავნე მტვრის მასის ზემოქმედების კვლევაზე ისაუბრა შპს „TIRE GREEN“-ის ტექნოლოგ-კონსტრუქტორმა რევაზ ფოფხაძემ.

ქალაქის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში, მსოფლიო გლობალური დათბობის ფონზე, კლიმატური ცვლილებების და გამწვანების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება თავის გამოსვლაში სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიურმა დოქტორმა კუკური გოგინაშვილმა.

ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესების თაობაზე თავიანთი ხედვები წარმოადგინეს სხვა გამომსვლელებმაც. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კვლევითი მონაცემები, რეკომენდაციები, რომელთა განხორციელებამ საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე, ხელი უნდა შეუწყოს ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღებას. უმრავლესობის აზრით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების 80%-ზე მეტი ავტოტრანსპორტზე მოდის. ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც გამონაბოლქვ აირთან ერთად ხვდება ატმოსფეროში, რეალურ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს, რომელიც ამ მავნე ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. ავტოტრანსპორტის მიერ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება განპირობებულია მთელი რიგი ფიზიკურ-ქიმიური ფაქტორებით, რომელთაგან აღსანიშნავია: მავნე ნივთიერებების გამოყოფის ინტენსივობა და მოცულობა, სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, არსებული ავტოპარკის ასაკი და ტექნიკური მდგომარეობა და ა.შ.

დასასრულ, კახა კუჭავამ შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა აქტიურობისათვის და აღნიშნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული მათგანის წინადადებას თუ რეკომენდაციას იმ საერთო საქმისათვის, რასაც თბილისში, ზოგადად ქვეყანაში, ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესება ჰქვია.

„ამ საინტერესო შეხვედრის შედეგად, გამოიკვეთა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხები, ნაკლებ მნიშვნელოვანიც, თუმცა ასევე საყურადღებო. შესაბამისად, ნამდვილად იქნება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებსაც ჩვენ თვითონ დავაინიცირებთ. იქნება რეკომენდაციებიც, რომლებსაც მიზანმიმართულად კონკრეტულ უწყებებს წარვუდგენთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იქნება კონტროლი დაწესებული ვადების ზუსტად შესრულებასა და ხარისხზე“, - განაცხადა შეხვედრის დასასრულს კახა კუჭავამ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საკომიტეტო მოკვლევის სამუშაო ჯგუფი აღნიშნულ თემაზე შემდეგ შეხვედრას სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან გამართავს.

შეხვედრა გაიმართა საპარლამენტო პროექტის ფარგლებში, რომელსაც ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD) გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა