logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი საქართველოს კლიმატის ცვლილებების შესახებ კონფერენციას დაესწრო
ლევან დავითაშვილი საქართველოს კლიმატის ცვლილებების შესახებ კონფერენციას დაესწრო
12:52 19.09.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს კლიმატის ცვლილებების კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

კონფერენცია, ღია დიალოგის ფორმატში, კლიმატის ცვლილების ეროვნული პოლიტიკის შემუშავების შესახებ „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ (NDC) პროცესის გაცნობას ისახავს მიზნად.

როგორც ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კლიმატის საკითხთან დაკავშირებით ღია დიალოგის ფორმატში მსჯელობა კლიმატის ცვლილების ეფექტიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას უზრუნველყოფს. მინისტრმა ორგანიზატორებს, გერმანიის მთავრობას და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) და კონფერენციის მონაწილეებს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველომ 2015 წელს ეროვნულ დონეზე დააფიქსირა საკითხისადმი დამოკიდებულება, როდესაც „პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილებების შესახებ“ ხელმომწერი გახდა. საქართველო აქტიურად მონაწილეობს იმ პოლიტიკის შექმნაში, რომელიც, ერთი მხრივ, კლიმატის ცვლილების შემცირებას და, მეორე მხრივ, კლიმატის ცვლილების ადაპტაციის გეგმის შემუშავებას უკავშირდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური განვითარებისას ემისიები მაქსიმალურად იყოს შემცირებული და ასევე, გვქონდეს კლიმატის ცვლილების ადაპტაციის ეროვნული პოლიტიკა. მნიშვნელოვანია ყველა ინსტიტუციის კოორდინირებული მუშაობა. ევროკავშირის ინიციატივა „მერების შეთანხმება“ ფარგლებში, საქართველოს 23 მუნიციპალიტეტი 2020 წლისათვის ემისიების 20%-ით შემცირების ვალდებულებას იღებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, დანიელ ჰაასის განცხადებით, საქართველო კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის ხელმომწერია, რაც ქვეყანას აღნიშნული მიმართულებით რიგ ვალდებულებებს აკისრებს.

„საკითხი მეტად კომპლექსურია. დღევანდელი ღონისძიება კი, ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებისთვის საჭირო ყველა ორგანიზაცია და დაინტერესებული მხარეა წარმოდგენილი. მე მოხარული ვარ, რომ აღნიშნულ აქტივობაში გერმანიის მთავრობას თავისი წვლილი შეაქვს“, - განაცხადა დანიელ ჰაასმა.
ღონისძიებას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა