logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
მიხეილ ბატიაშვილი: უმაღლესი განათლების რეფორმის მთავარი ამოცანა ევროპული განათლების სივრცეში ინტეგრაციაა
მიხეილ ბატიაშვილი: უმაღლესი განათლების რეფორმის მთავარი ამოცანა ევროპული განათლების სივრცეში ინტეგრაციაა
11:55 14.09.2018
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სისტემის ხუთივე მიმართულებას რეფორმირების ხედვა წარადგინა.
მინისტრის თქმით, ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში ინტეგრაცია უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის მთავარი ამოცანა იქნება. შემუშავდება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი, მოხდება განათლებისა და მეცნიერების სისტემების ინტეგრაცია, დაიგეგმება სპეციალური პროგრამები უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად, შეიქმნება ერთიანი ელექტრონული სასწავლო-პლატფორმა.
იმისათვის, რომ რეფორმა იყოს შედეგიანი, ის ეტაპობრივად, გაწერილი გეგმის მიხედვით განხორციელდება. პირველი ეტაპი ითვალისწინებს განათლების ხარისხისა და აკრედიტაციის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, დამოუკიდებელი და საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოების შექმნას. რეფორმის ამავე ეტაპზე უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსება გადავა ახალ მოდელზე. რეფორმის მეორე ეტაპი 2020-2023 წლისთვის განხორციელდება, რა დროსაც დაინერგება საერთაშორისო უნივერსიტეტებთან ერთობლივი პროგრამები, ხოლო უცხოელი სტუდენტების რაოდენობა, მიზნობრივი პროგრამების განხორციელების შედეგად, 50 ათასი სტუდენტით გაიზრდება.
რაც შეეხება მეცნიერებას, როგორც მდგრადი განვითარების მთავარ პრიორიტეტებს, მინისტრის თქმით, მოხდება სტრატეგიული სამეცნიერო პროექტების განსაზღვრა და მხარდაჭერა, ამასთან, ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში ჩართულობის სტიმულირება და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის
ინტერვიუ
ინტერვიუ აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელთან: საქართველოს წარმატება ტურიზმის სფეროში ჩვენთვისაც სასარგებლოა
17:08 03.02.2019
ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნაჰიდ ბაგიროვი ჟურნალისტ ლეილა მურადს
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ილჰამ ალიევთან: საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურების ნაცვლად ევროპაში ტვირთების სახმელეთო გზით გაგზავნა უფრო ეკონომიური და სწრაფია
15:09 23.01.2019
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, შვეიცარის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან