logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გრიგოლ რობაქიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
გრიგოლ რობაქიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
14:32 14.08.2018
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, გზის 1,2 კმ-მდე მონაკვეთის სრული რეაბილიტაციაა (32 000 კვ.მ) დაგეგმილი, რაც ახალი ბორდიურისა და საავტომობილო ნაწილის მოწყობას გულისხმობს.

თბილისის მერმა საგზაო მოძრაობის შეზღუდვისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა. მისი განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა უფრო მოწესრიგებული და კომფორტული გახდება.

"ქალაქში მასშტაბური პროექტების განხორციელება გვაქვს დაგეგმილი. გვინდა, ზაფხულის პერიოდი, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქიდან გადის, მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რადგან მსგავსი პროექტების განხორციელება უფრო მარტივია. ამ დროისთვის, გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს, რისთვისაც მოსახლეობას, მძღოლებს ბოდიში მინდა მოვუხადო. ეს ყველაფერი ჩვენი ქალაქისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის კეთდება, რომ შემდეგ, ყველაფერი მოწესრიგებული იყოს. რობაქიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დიდუბის ხიდიდან აღმაშენებლის ძეგლამდე დაახლოებით, 1,5-კილომეტრიანი მონაკვეთია. სამუშაოების ფარგლებში, მოხდება ბორდიურის, განათების შეცვლა, როგორც ბოძების, ასევე სანათების, სადენები მიწისქვეშ განთავსდება და მგონია, რომ საკმაოდ კარგი პროექტი გამოვა", - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სამუშაოების დროს, საგზაო მოძრაობის რეგულირებისთვის მადლობა გადაუხადა.

სამუშაოების ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარი დაიგება, მოეწყობა ახალი ბორდიური, გარე განათების ბოძები შეიცვლება და ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის განათების ქსელი დამონტაჟდება. რობაქიძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყლისა და წყალარინების დაზიანებულ სისტემას აღადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 1,7 მლნ ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ენკო" აწარმოებს.

რობაქიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა