ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმი და ქობულეთი დაიტბორა
ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმი და ქობულეთი დაიტბორა
12:28 10.08.2018
ძლიერი წვიმის შედეგად, ზღვისპირა ქალაქების, ბათუმისა და ქობულეთის ქუჩები დაიტბორა .

სტიქიის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლებიც.

შეფერხებულია ავტომანქანებით გადაადგილება.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე წყლის გადინება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

„წყალდოდობაა, ყველა გაწვიმებაზე ასეა. იჭედება ყველაფერი“- აცხადებს ადგილობრივი.

ბეჭდვა