logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბათუმში „ფიზიკური აღზრდის და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
ბათუმში „ფიზიკური აღზრდის და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
17:57 30.07.2018
აჭარის რეგიონში სპორტის სფეროში ჩართული და სპორტით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ღონისძიება პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.
„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ პარლამენტში ინიცირებულია ახალი „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტი. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი სამინისტროსთან ერთად საქართველოს რეგიონებში კანონპროექტის საჯარო განხილვებს მართავს და ეს უპრეცედენტო პროცესია, რადგან საქართველოს კონსტიტუციის გარდა, მსგავსი ფორმატის საჯარო განხილვები, ქვეყნის მასშტაბით არცერთ კანონპროექტზე არ გამართულა. ჩვენი მიზანია, კანონპროექტის პარლამენტში განხილვების დაწყებამდე, სპორტის სფეროში ჩართული და სპორტით დაინტერესებული საზოგადოებისგან, პროექტის მიმართ მოვისმინოთ მოსაზრებები და რეკომენდაციები, რომლებიც შემდგომ კანონპროექტის რედაქციაში აისახება“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საჯარო განხილვები საქართველოს სამ რეგიონში უკვე გაიმართა, სადაც საინტერესო წინადადებები გამოითქვა.
საჯარო განხილვის მონაწილეებს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძრვანელი, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე ქალაქ ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ინგა შამილიშვილი მიესალმნენ. გამომსვლელებმა აჭარის რეგიონში სპორტის განვითარების და სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ახალ კანონპროექტში მოცემული ნორმების და მიდგომების იმპლემენტაციის კუთხით, მზაობა გამოთქვეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს ბათუმში საჯარო განხილვის გამართვისთვის მადლობა გადაუხადეს და კომიტეტის და სამინისტროს ინიციატივა დადებითად შეაფასეს.
“სპორტი არის ის სფერო, სადაც განსხვავებული მიდგომები არ შეიძლება გვქონდეს პოლიტიკური თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონის საჯარო განხილვა ხდება აჭარაში, რადგან აქ არის ხელისუფლების სამივე დონე. ახალი კონსტიტუციით სპორტი არ არის ცენტრალური ხელისუფლების განსაკუთრბულ ჩამონათვალთა სიაში, არც მუნიციპალიტეტების განსაკუთრებული კომპეტენციაა და არც ავტონომიური რესპუბლიკის. ეს იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციამ თავისუფალ სივრცედ დატოვა სპორტის საკითხების მოწესრიგება”, - განაცხადა დავით გაბაიძემ.
კომიტეტის და სამინისტროს თანამშრომლებმა შეკრებილ საზოგადოებას კანონპროექტის ძირითადი არსი, მიზნები და ამოცანები გააცნეს და იმ სიახლეებზე ისაუბრეს, რომელსაც კანონის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს და სპორტის განვითარების მიმართულებით სიახლეებს წარმოადგენს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დისკუსიის პროცესში ღონისძიების მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები გამოთქვეს, რომლებიც ძირითადად სპორტულ ბაზებს და ინფრასტრუქტურის მშენებლობას, სპორტული ტურიზმის განვითარებას, სპორტული დისპანსერის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპორტული ფაკულტეტის აღდგენას შეეხებოდა. აჭარის რეგიონის მაცხოვრებლებმა ადგილობრივი სპეციალისტების აუცილებლობის საჭიროებებზეც ისაუბრეს, რაც მათი შეფასებით, მნიშვნელოვანი წინაპირობაა სპორტული მიმართულებების განვითარებისთვის.
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხივა, ხვალ 31 ივლისს, ოზურგეთში გაიმართება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა