logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პროტესტის ნიშნად მოტოდელტაპლანის ოპერატორის მიერ ხელით ხეზე მიჭედების ფაქტს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ეხმიანება
პროტესტის ნიშნად მოტოდელტაპლანის ოპერატორის მიერ ხელით ხეზე მიჭედების ფაქტს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ეხმიანება
11:00 28.07.2018
ბათუმში, პროტესტის ნიშნად მოტოდელტაპლანის ოპერატორის მიერ ხელით ხეზე მიჭედების ფაქტს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო სპეციალური განცხადებით ეხმიანება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, მოტოდელტაპლანების ოპერატორების საყურადღებოდ 10 ივლისს გაკეთებულ უსაფრთხოების მითითებას ზოგიერთი ოპერატორის მხრიდან გაღიზიანება მოყვა. ერთ-ერთმა მათგანმა, სამწუხაროდ, პროტესტის მძიმე ფორმას მიმართა, რამაც შესაძლოა, საზოგადოების გარკვეულ წრეებში მოტოდელტაპლანების უკონტროლო გადაადგილების მიმართ მცდარი შეხედულება წარმოშვას.

სააგენტოს მითითების თანახმად, ოპერატორებს უმოკლეს ვადებში უნდა განეხორციელებინათ სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში. გარდა ზემოაღნიშნული მითითებისა, ბოლო 2 წლის განმავლობაში, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებთან გაიმართა არაერთი შეხვედრა, სადაც არაერთხელ განემარტათ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, გაეწიათ შესაბამისი კონსულტაცია და მიეცათ გაფრთხილება კანონის მოთხოვნების დაცვის შესახებ. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში მოტოდელტაპლანების რეგისტრაციის მოთხოვნის აუცილებლობა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ აჭარის რეგიონის სანაპირო ზოლში ფუნქციონიერებენ არარეგისტრირებული მოტოდელტაპლანები, რომლებიც რისკის ქვეშ აყენებენ ფრენების უსაფრთხოებას და საფრთხეს უქმნიან ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

მეტიც, როგორც სააგენტოს მიერ განხორციელებული მოკვლევიდან ირკვევა, აღნიშნული საჰაერო ხომალდები არ არის წარმოებული ქარხნულად, არის ხელნაკეთი (კუსტარულად დამზადებული) და შესაბამისად, მწარმოებელი ვერ უზრუნველყოფდა გაურკვეველ პირობებში და გაურკვეველი კომპონენტებით დამზადებული აპარატების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას, ასევე უსაფრთხოების ნორმებთან მისი შესაბამისობის დადგენას.

ვინაიდან მოტოდელტაპლანების მფლობელებმა სააგენტოში ვერ წარმოადგინეს ქარხანა-დამამზადებლის მიერ გაცემული საფრენად ვარგისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს მათი კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული რეგისტრაცია.

შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, მოახდინოს მოტოდელტაპლანების კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ნორმებით რეგისტრაცია და მიიჩნევს, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია როგორც ოპერირების ზონაში სხვა საჰაერო ხომალდების ფრენების უსაფრთხოებისთვის, ისე მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის"-ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა