logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსის ფინალისტები გამოვლინდნენ
პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსის ფინალისტები გამოვლინდნენ
10:08 27.07.2018
პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსი, რომელიც თიბისის ინიციატივით წელს პირველად ტარდება, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

უკვე ცნობილია პროექტის ფინალისტების ვინაობა. ისინი კონკურსის ჟიურის წევრებმა მას შემდეგ გამოავლინეს, რაც გუნდებმა საკუთარი აპლიკაციის სადემონსტრაციო მასალა, ტექნიკური გადაწყვეტა, განხორციელებისა და კომერციალიზაციის გეგმა წარადგინეს.

დაჯავშნის სისტემის, დოკუმენტების შაბლონებისა და ინვოისების მართვა, შესყიდვების პროცესის ავტომატიზება, ბაზრის კვლევისა და მარკეტინგული კომუნიკაციების დაგეგმვა - ეს იმ პროგრამული გადაწყვეტების ნაწილია, რა მიმართულებებითაც გუნდებმა აპლიკაციები შექმნეს. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები პროტოტიპზე მუშაობას თვენახევრის განმავლობაში გააგრძელებენ, კონკურსის გამარჯვებულები კი ოქტომბერში გამოვლინდებიან.

„ კონკურსის მიმართ ინტერესმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. 80-მდე განაცხადი შემოვიდა, თითქმის ყველა აპლიკაციაში ჩანდა, რომ მონაწილეებმა კარგად გაიგეს კონკურსის არსი. იდეების უმრავლესობა სხვადასხვა ბიზნესპროცესის გამარტივებას ემსახურება და ხშირად ისეთსაც, რაზეც აქამდე არც კი გვიფიქრია. კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო, ჟიურის წევრები 2 დღის განმავლობაში უსმენდნენ მონაწილეებს, რის შემდეგაც ფინალისტები გამოვლინდნენ“, - თაკო ჯაფარიძე, პროექტის მენეჯერი.

პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსი თიბისი ბანკის ინიციატივით ივნისში დაიწყო მის მიზანს ბიზნესებისთვის ადამიანური რესურსების დაზოგვა და პროცესების ავტომატიზების ხელშეწყობა წარმოადგენს. ფინანსები და ბუღალტერია, ადამიანური რესურსების მართვა, კლიენტებთან ურთიერთობა, გაყიდვების კონტროლი - ეს იმ მიმართულებების ნაწილია, რომელსაც კონკურსი ფარავს.

პროექტი სამ ეტაპად მიმდინარეობს. გამარჯვებულები ოქტომბერში გამოვლინდებიან და მათ ფულადი პრემიები გადაეცემათ: I ადგილი - 30 000 ლარი, II და III ადგილი - 15 000 ლარი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა