ხელვაჩაურში მშენებარე საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად ოთხი მუშა დაშავდა.
დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. მათ მოტეხილობა და დაჟეჟილობები აღენიშნებათ.
მიზეზი, თუ რამ გამოიწვია მშენებარე სახლის ჩამონგრევა, ამ დროისათვის უცნობია. მომხდარს სამართალდამცველები სწავლობენ.