logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
 ტყიბულის მოსახლეობა „საქნახშირის“ დირექტორს: შენ ხარ სატანა მოსული, მკვლელი ხარ, თხუთმეტი კაცის სისხლში გაქვს გარეული ხელი
ტყიბულის მოსახლეობა „საქნახშირის“ დირექტორს: შენ ხარ სატანა მოსული, მკვლელი ხარ, თხუთმეტი კაცის სისხლში გაქვს გარეული ხელი
18:39 19.07.2018
მეშახტეები ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს შეხვდენ. აქციის მონაწილეები დეპუტატს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შუამდგომლობას სთხოვდნენ. მათი თქმით, მამუკა ბახტაძის დაპირებამ ("ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ. შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი") დოკუმენტის სახე უნდა მიიღოს.
ამასთან აქციის მონაწილეები "საქნახშირის" ხელმძღვანელს ჯამბულ ჯაყელს დაუპირისპირდნენ. მეშახტეებმა ჯაყელს თანამდებობიდან გადადგომა პირადად მოსთხოვეს. ტყიბულელების აზრით, იმაში, რომ მინდელის შახტში უსაფრთხოების ნორმები სათანადოდ არ იყო დაცული, ადმინისტრაციაა დამნაშავე.
"სინდისი არ მომცემდა აქ მოსვლას. შენ ადგილას, იმ დღესვე დავტოვებდი ტყიბულს და აქედან წავიდოდი. შენ ხარ სატანა მოსული, მკვლელი ხარ, თხუთმეტი კაცის სისხლში გაქვს გარეული ხელი"- მიმართა "საქნახშირის" ხელმძღვანელს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
თავად "საქნახშირის ხელმძღვანელის განცხადებით, იგი მზადაა დატოვოს თანამდებობა, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა "საქნახშირში" პრევენციული ღონისძიებები დასრულებულ სახეს მიიღებს.
"ყველა გადავდგებით თუ საჭირო იქნება, პირადად მე მზად ვარ დღესვე გადავდგე. ავარიულ რეჟიმში ვართ. ტექნიკური პერსონალი უსაფრთხოების ღონისძიებებს ატარებს. ტარდება ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები. როგორც კი ვითარება დასტაბილურდება, აქციის მონაწილეებსაც დავპირდი და ვუთხარი, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი, რომელთა გადადგომასაც ისინი მოითხოვენ, გადადგება. მათ შორის მეც, არ ვაპირებ თანამდებობაზე დარჩენას"- განაცხადა ჯაყელმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა