logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
მარიამ ჯაში: სტუდენტებისთვის სწავლა უნდა გახდეს უფრო მეტად ხელმისაწვდომი
მარიამ ჯაში: სტუდენტებისთვის სწავლა უნდა გახდეს უფრო მეტად ხელმისაწვდომი
22:55 14.07.2018
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის და ახალი სამთავრობო გუნდის ხედვას, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროები და აღნიშნა, რომ განათლებაში დაფინანსების მასშტაბური ზრდის გარეშე წარმოუდგენელია სისტემის ფუნდამენტური ცვლილება და რეალურად ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნა.

მარიამ ჯაშმა შეაჯამა ის ინიციატივები, რომელიც უნდა განხორციელდეს 2018 წლის ბოლომდე.

"უახლოეს პერიოდში უნდა დასრულდეს პროფესიული განათლების ახალი კანონი და რეგულაციები, რომელიც მოაგვარებს წლების მანძილზე არსებული „ჩიხის“ პრობლემას, კოლეჯებს მისცემს ეკონომიკური საქმიანობის უფლებას და შექმნის საწარმოზე-დაფუძნებული სწავლების მოდელებს.

ახალ წელს ჩვენ უნდა შევხვდეთ პროფესიული და უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი სისტემით.

სტუდენტებისთვის სწავლა უნდა გახდეს უფრო მეტად ხელმისაწვდომი.

სკოლამდელი აღზრდის კომპონენტი უნდა გახდეს განათლების უწყების ნაწილი და ეს ცვლილებაც 2018 წელს არის შესაძლებელი.

ჭარბვალიანობის პრევენციისათვის უმნიშვნელოვანესია სკოლებში ფინანსური განათლების დანერგვა, რაც განათლების სამინისტროსა და ეროვნულ ბანკთან ერთად სექტემბრიდანვე იქნება შესაძლებელი.

დაყოვნების გარეშე ჩვენ შეგვიძლია თითოეულ ბავშვამდე მივიტანოთ ხელოვნებისა და ზუსტი მეცნიერებების ხარისხობრივად ახალი, ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლება.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად გავაძლიეროთ ფსიქოლოგიური და სოციალური მუშაკის სამსახურები და სპორტული და სახელოვნებო სწავლება.

უკვე შემუშავებულია კულტურული მემკვიდრეობის კოდექსის პროექტი, რომელიც ასევე შემოდგომაზე შეგვიძლია მივიღოთ საჯარო განხილვების შემდეგ.

წელსვე ჩვენ შეგვიძლია დავნერგოთ ევროსაბჭოს რეკომენდაციები, თუ როგორ გავაძლიეროთ საქართველოში მეცნიერებისა და ტექნოლოგიური ნოვაციების შესაძლებ-ლობები და შევამციროთ ბიუროკრატიული ბარიერები.

რაც შეეხება 2019 წელს გადასადგმელ ნაბიჯებს:

სულ მალე სპეც-პედაგოგები ჩაერთვებიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში. მართალია დღეს 7000-ზე მეტი მოსწავლე უკვე გვყავს სკოლებში, მაგრამ ინკლუზიამ მაქსიმალურად უნდა მოიცვას განათლებისა და კულტურის თითოეული დაწესებულება.

დღემდე აბსოლუტურად ქაოსურია არაფორმალური განათლების სისტემის მეთოდოლოგია და მართვის პრინციპები. მნიშვნელოვნად განსხვავდება ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში დასაქმებულ პედაგოგთა ანაზღაურებაც.

სამომავლოდ ჩვენ მუნიციპალიტეტების დონეზე უნდა შევქმნათ დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები, რომელიც ერთ სივრცეში მოაქცევს WORKNET-ის, ეკონომიკის სამინისტროს, საქ-სტატის და კერძო სექტორის ბაზებს და სამუშაოს მაძიელებელთა რეგისტრაცია-კონსულტაცია-სწავლების ჯაჭვს.

ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საერთაშორისო თანამშრომლობა მშობლიური ენის სწავლების უფლების დასაცავად ოკუპირებულ ტერიტორიებზე

2019 წელს აუცილებლად უნდა გადავჭრათ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ცენტრის ავარიული და შეუსაბამო შენობების საკითხი.

კულტურის სფეროში, არაერთი ისტორიული შედეგი უკვე გვაქვს მიღწეული და ფრანკფურტის ბაზრობაც უნიკალური შესაძლებლობაა, რომ მსოფლიომ გაგვიცნოს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურით. ამასთან, მინდა გთხოვოთ, რომ კულტურის დაფინანსებაც იყოს მუდმივად მზარდი.

ჩვენ ბავშვებისთვის გვჭირდება ხარისხიანი განათლების სისტემის შექმნა და არა ხისტი და მკაცრი საგამოცდო სისტემა"-განაცხადა ჯაშმა.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის