logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“: ბოლო სამ წელიწადში, ეტიკეტირების წესი 1025 ბიზნესოპერატორმა დაარღვია, საწარმოო პროცესი კი 969 სუბიექტს შეუჩერდა
„ახალგაზრდა ადვოკატები“: ბოლო სამ წელიწადში, ეტიკეტირების წესი 1025 ბიზნესოპერატორმა დაარღვია, საწარმოო პროცესი კი 969 სუბიექტს შეუჩერდა
19:25 14.07.2018
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის შესწავლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც სურსათის უვნებლობის კონტროლისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე, 2015-2018 წლებში არსებულ ვითარებას ეხება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, შესწავლის დროს დაისვა საკითხები, თუ 2015-2018 წლებში, აღიარების მინიჭების თხოვნით, სააგენტოს რამდენმა ბიზნესოპერატორმა მიმართა, რამდენი მათგანის მიმართ მოხდა აღიარება, რამდენს ეთქვა უარი, რამდენმა ბიზნეს-ოპერატორმა აწარმოა საქმიანობა შესაბამისი აღიარების გარეშე და რა რეაგირება ჰქონდა სააგენტოს აღნიშნულზე. ორგანიზაციის დაინტერესება, აგრეთვე ეხებოდა საკითხებს, თუ რა მიზეზით ხდება ცალკეულ ობიექტებში საწარმოო პროცესის შეჩერება, როგორი მდგომარეობაა სურსათის ეტიკეტირების კუთხით, რამდენად იცავენ კომპანიები ნარჩენების აღრიცხვის წესს და ხდება თუ არა სახიფათო ნარჩენების შეგროვება/განადგურება დადგენილი წესის შესაბამისად, როგორია ვადაგასული პროდუქციის აღმოჩენისას სააგენტოს მიმართ მოქალაქეთა მიმართვიანობა. ამასთან, ორგანიზაცია დაინტერესდა იმ საკითხით, თუ როგორ რეაგირებს რიგი რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფო უწყება, რომელიც ვალდებულია ყველა დასახელებულ საკითხზე განახორციელოს მუდმივი კონტროლი.

შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2015 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 15 მაისის მდგომარეობით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს აღიარების მინიჭების თხოვნით, საერთო ჯამში 914-მა ბიზნეს-ოპერატორმა მიმართა. აქედან, აღიარებულ იქნა 611 ბიზნეს-ოპერატორი, ხოლო 303-მა სუბიექტმა ვერ მოიპოვა აღიარება. ძირითად შემთხვევებში, აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს წარმაოდგენს ინფრასტრუქტურის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის შეუსაბამობა კანონით დადგენილ მოთხოვნებთან. ამასთან, დასახელებულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით აღიარება გაუუქმდა 21, ხოლო საკუთარი განცხადების საფუძველზე - 219 ბიზნეს-ოპერატორს. აგრეთვე, მოკვლევის ფარგლებში დგინდება, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან, აღიარების არმქონე 15 ბიზნეს-ოპერატორის საქმიანობა იქნა გამოვლენილი სააგენტოს მხრიდან, მათ მიმართ განხორციელდა საჯარიმო სანქცია 500 ლარის ოდენობით და შეუწყდათ საწარმოო პროცესი.

ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან საწარმოო პროცესის შეჩერების მექანიზმის გამოყენების საკითხი. საერთო ჯამში, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, კრიტიკული შეუსაბამობის გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა 969 ბიზნეს-ოპერატორს. სააგენტოს მხრიდან, საწარმოო პროცესის შეჩერების ძირითად მიზეზებს წარმოადგენს არათანადო სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, კონდენსატის წარმოქმნა/დაგროვება, სურსათთან უშუალო შეხებაში მყოფი საგნების, აღჭურვილობების და მოწყობილობების დასუფთვება-დეზინფექციის არ არსებობა, ტემპერატურული რეჟმის დარღვევა, კოროზიული აღჭურვილობები, რომლებიც უშუალო შეხებაშია სურსათთან, სასმელი წყლის არ არსებობა და სხვა.

ორგანიზაციამ მოკვლევის პროცესში ყურადღება დაუთმო სურსათის ეტიკეტირების საკითხს. შესწავლილი მასალებიდან ირკვევა, რომ 2015-2018 წლებში, საერთო ჯამში - 1025 ბიზნეს-ოპერატორმა დაარღვია ეტიკეტირების წესი, რის გამოც მათ მიმართ გამოყენებულ იქნა საჯარიმო სანქცია და მათ დარღვევის აღმოსაფხვრელად მიეცათ შესაბამისი მითითებები. ამავე პერიოდში, გენმოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო, სააგენტოს მიერ დაჯარიმდა 4 ბიზნესოპერატორი.

ორგანიზაციის განცხადებით, მნიშვნელოვანია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციისა თუ სურსათის უვლებლობის მიმართულებით გამოვნელ სხვა დარღვევებზე მოქალაქეთა მიმართვიანობის საკითხი, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, საკმაოდ დაბალია.

2015-2018 წლებში, საერთო ჯამში, საცალო გაყიდვების ქსელში ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოში 172 შეტყობინება შევიდა. სააგენტომ დასახელებულ ობიექტებში განახორციელება არაგეგმიური კონტროლი. დგინდება, რომ დასახელებულ პერიოდში, ადგილი ჰქონდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ სახელმწიფო კონტროლის ხელის შეშლის ფაქტებს, რის გამოც სააგენტომ საერთო ჯამში - 9 ბიზნეს-ოპერატორი დააჯარიმა.

ორგანიზაცია, სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის მიზნებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, აქცენტს აკეთებს სასურსათო კომპანიების მხრიდან ნარჩენების აღრიცხვის წესის, აგრეთვე სახიფათო ნარჩენების სეპარირებისა და შეგროვების სისტემის კონტროლის საკითხზე. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიუხედავად სააგენტოს საქმიანობის მიმართულებებში ამგვარი კონტროლის განხორციელების უფლებამოსილებისა, სააგენტო მიუთითებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს ინფორმაცია არ გააჩნია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღნიშნავს, რომ მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი მონიტორინგის გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ დასახელებულ პერიოდში განხორციელებული საქმიანობა შესაძლებელია ნაკლებეფექტურად შეფასდეს, ვინაიდან, უპირველეს ყოვლისა, იკვეთება მომხმარებეთა მიმართ ინფორმაციის ნაკლებობა, რაც თავის მხრივ, სააგენტოში არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაციის არ არსებობას გულისხმობს. აგრეთვე, მნიშვნელოვანია სანქციების საკითხი. ძირითად შემთხვევაში, პრაქტიკულად უშედეგოა სხვადასხვა დარღვევებისთვის გათვალისწინებული საჯარიმო თანხის ოდენობა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია სააგენტოს მხრიდან სურსათის უვნებლობის მიმართულებით, სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, წლიური პროგრამული პრიორიტეტების გათვალისწინებით.

სააგენტო, რომელიც თანაბრად უნდა აკონტროლებდეს, როგორც ქვეყნის მასშტაბით ყველა საკვებ ობიექტს, აგერთვე აგრარულ ბაზრებსა და სურსათის მწარმოებელ ბიზნეს-ოპერატორებს, ყოველწლიური გეგმის შესაბამისად ახორციელებს კონტროლს, რაც გულისხმობს კონკრეტულ წელს ერთი კონკრეტული სეგმენტის პრიორიტეტულ შემოწმებას. მაგალითად, 2017 წელს სააგენტოსთვის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენდა სკოლის ბუფეტები, საბავშვო ბაღების კვების ბლოკები, ხორცის სარეალიზაციო ობიექტები, ხოლო მიმდინარე წელს პრიორიტეტად შენარჩუნებული საბავშვო ბაღების კვების ბლოკების კონტროლი და განსაზღვრულია ახალი პრიორიტეტები: აგრარული ბაზრები, ყველის, თევზის საწარმოები. პრიორიტეტებად კონტრეტული მიმართულებების განსაზღვრა ცალსახადა არაეფექტური ქმედებაა, ვინაიდან სააგენტო, ნაცვლად საერთო კონტროლისა, მხოლოდ ორიენტირებულია ვიწრო სეგმენტზე, რაც თავის მხრივ, ხელს არ უწყობს დასახელებული მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარებას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აგრძელებს დასახელებული მიმართულებით მუშაობას. ორგანიზაცია სურსათის უვნებლობის მიმართულებით კონტროლის ეფექტური მექანიზმის შემუშავებისთვის და მომხმარებელთა ცნობიერების გაზრდის, მათი უფლებების დაცვის სტანდარტების დამკვიდრებისთვის სარეკომენდაციო წინადადებებსაც წარმოადგენს, წარმოდგენილ საკითხზე მუშაობა კი, ორგანიზაციის სახელით, იურისტმა ნათია მეფარიშვილმა განახორციელა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის