logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
საბანკო საპროცენტო განაკვეთებისა და სესხების ხარისხის შესახებ ISET-მა კვლევა ჩაატარა
საბანკო საპროცენტო განაკვეთებისა და სესხების ხარისხის შესახებ ISET-მა კვლევა ჩაატარა
14:59 11.07.2018
ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა - „საპროცენტო განაკვეთების შედარება საცალო საკრედიტო პროდუქტებისთვის ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში და სასესხო პორტფელის შედარება საქართველოს საბანკო და არასაბანკო სექტორებში“.



ანგარიშში ასახულია 2018 წლის აპრილი-მაისის პერიოდი და 48 მოწინავე ბანკის მონაცემებს ეყრდნობა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებიდან. გარდა საპროცენტო განაკვეთების შედარებისა, კვლევა მოიცავს გაცემული სესხების ხარისხის შედარებას საქართველოს საბანკო და არასაბანკო სექტორებს შორის.



კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში საცალო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები უფრო დაბალია, ვიდრე ყაზახეთში, რუსეთში, უკრაინასა და უმეტეს შემთხვევაში, სომხეთში, მაგრამ ისინი აღემატება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფს, განსაკუთრებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის. თუმცა, სესხის გაცემისთვის აუცილებელი ფულადი სახსრების მოზიდვის ხარჯებით კორექტირების შემდეგ, საქართველოში საცალო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, მათ შორის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით.



მაგალითად, ადგილობრივ ვალუტაში არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი საქართველოში 16.5%-ს შეადგენს, რაც უფრო დაბალია ვიდრე საპროცენტო განაკვეთი იმავე პროდუქტზე სომხეთში (27.9%), ყაზახეთსა (24.5%) და რუსეთში (20.6%) და უფრო მაღალია ვიდრე რუმინეთში (11.2%), ჩეხეთსა (10.1%) და პოლონეთში (8.0%). ამასთან, ლარში ვადიანი დეპოზიტის ფასის გათვალისწინებით, საქართველოში საპროცენტო განაკვეთი არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე კვლევაში შესულ ყველა ქვეყანასთან შედარებით უფრო დაბალია. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთების, როგორც ადგილობრივი ვალუტის ფასის გათვალისწინების შემდეგ, სხვაობა საქართველოში და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებულ საპროცენტო განაკვეთებს შორის შემცირდა.



რაც შეეხება სესხების ხარისხს საბანკო და არასაბანკო სექტორებში - კვლევაში ჩანს, რომ საბანკო სექტორში სესხების ხარისხი მათი რაოდენობის მიუხედავად, სტაბილურია, მაშინ როდესაც არასაბანკო სექტორში სესხების ხარისხი ბევრად ჩამორჩება საბანკო სექტორში არსებულ ანალოგიურ მაჩვენებელს და მნიშვნელოვან გაურესებას განიცდის ბოლო ორი წლის განმავლობაში.



ISET-ის სრული კვლევა ქართულ და ინგლისურ ენებზე ხელმისაწვდომია ბმულზე: Iset-pi.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2
ინტერვიუ
რობერტ ქოჩარიანი აგვისტოს ომზე: არიან ისეთები, რომლებიც ჯერ აკეთებენ, შემდეგ ფიქრობენ და ისეთებიც, რომლებიც ჯერ ფიქრობენ და შემდეგ აკეთებენ... (ინტერვიუ)
15:28 19.09.2018
მას შემდეგ, რაც სომხეთის ყოფილ პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მან

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ პავლე ფელგენგაუერთან: აფხაზეთთან დაკავშირებით ბორის ელცინს არავინ არაფერს ეკითხებოდა
11:19 08.09.2018
„რადიო თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის - „რადიო სვობოდას“
ინტერვიუ
ინტერვიუ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატ ჰელინ ზომერთან: ქართველები მერკელის ვიზიტით იმედგაცრუებულნი დარჩნენ
10:26 05.09.2018
ინტერვიუში გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი (ფრაქცია „მემარცხენეები“) ჰელინ ზომერი,
ინტერვიუ
მინსკში ქართული სავაჭრო სახლი გაიხსნება, სადაც მხოლოდ ნატურალური პროდუქტები გაიყიდება
10:17 04.09.2018
საქართველოს ელჩმა ბელარუსში, ვალერი კვარაცხელიამ ვრცელი ინტერვიუ მისცა
ინტერვიუ
ინტერვიუ
გერმანელი პოლიტოლოგი: უახლოეს წლებში ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება არ მოხდება
12:08 22.08.2018
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კავკასიური ტურნეს ფარგლებში თბილისს ეწვევა. იგი საქართველოში
ინტერვიუ
ინტერვიუ
პენტაგონის ექს-მაღალჩინოსანი: 2008 წელს ჩვენ რეაგირებისთვის მზად არ ვიყავით
00:14 16.08.2018
2008 წლის ომის დროს მარკ სიმაკოვსკი შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტში
ინტერვიუ
ინტერვიუ რაულ ხაჯიმბასთან: უცხოურ ვიზიტებში ქართული მხარის მიერ შექმნილი ბარიერები ხელს გვიშლის
13:04 15.08.2018
გაზეთ „იზვესტიის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საუბრობს რუსეთის
ინტერვიუ
Pleas creat article