logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ინკლუზიური განათლების განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა
ინკლუზიური განათლების განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა
13:06 07.07.2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინკლუზიური განათლების განვითარების 2019-2022 წლების სტრატეგიის დოკუმენტის საჯაროდ განხილვის პროცესი დაიწყო.

ახალი სამოქმედო გეგმის შექმნა ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით, ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესულმა მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა განაპირობა.

„უდავო ფაქტია, რომ კანონში ცვლილებებმა ახალი პერსპექტივა გააჩინა ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით. დღეს ჩვენი ამოცანა კანონის აღსრულება და ამ პერსპექტივის რეალობად ქცევაა. ამ მიზანს ემსახურება ინკლუზიური განათლების განვითარების 2019-2022 წლების სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც განათლების ხელმისაწვდომობასა და უწყვეტობას განათლების ყველა საფეხურზე უზრუნველყოფს“ - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტის განხილვა გაგრძელდება და ღია და საჯარო დისკუსიების, იდეათა და ხედვების შეჯერების შედეგად ჩამოყალიბდება სტრატეგიის დოკუმენტის საბოლოო რედაქცია, რომელიც მნიშვნელოვან ნაბიჯად იქცევა თანასწორი საზოგადოების შენების პროცესში.

ინკლუზიური განათლების 2019-2022 წლების სტრატეგიის დოკუმენტის პრეზენტაციას სპეციალური მასწავლებლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მშობელთა გაერთიანებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები სისტემამ მასწავლებლად აღიარა. მათი სამუშაო დატვირთვა და სახელფასო განაკვეთი სექტემბრიდან მასწავლებლისას გაუთანაბრდება, პარალელურად მიმდინარეობს და დამტკიცდება სპეციალური მასწავლებლის დაფინანსების წესი და პროფესიული განვითარების სქემა, რაც მათი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის საშუალება იქნება. მნიშვნელოვანი სიახლეა სპეციალური სკოლა-პანსიონების რესურს-სკოლებად გარდაქმნა, რაც ხელს შეუწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის, განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. კანონში ასევე გაჩნდა ინტეგრირებული და სპეციალიზებული კლასების ტერმინთა განმარტებები. ამ ცვლილებების შედეგად განახლებული კანონი ჰარმონიზებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციასთან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა