logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
ბაკურიანში (დიდველზე) ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა
ბაკურიანში (დიდველზე) ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა
12:09 30.06.2018
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 30 ივნისს ბაკურიანში (დიდველზე) ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გახსნა. ზაფხულის სეზონის განმავლობაში დიდველზე ყველა საბაგირო იმუშავებს ყოველდღიურ რეჟიმში - 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.

მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია, ზამთრის კურორტები ოთხსეზონიანი გახდეს. ამ მიმართულებით კურორტზე მოწყობილია საერთაშორისო დონის ველოპარკი და 29 კმ-ანი ველობილიკი, რომელიც გათვლილია როგორც პროფესიონალი ველომრობოლელებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის.

2016 წელს ბაკურიანში (დიდველზე) ამიერკავკასიაში პირველი სამთო-სათხილამურო კურორტების დამატებითი ატრაქციონი „ტობოგანი“ - ე.წ. მთის ციგა დამონტაჟდა, ატრაქციონი ფუნქციონირებს როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში.

დამსვენებლებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, ესტუმრონ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ კინოთეატრ „ბაკურიანს“, ყოველკვირეული პრემიერებით. კინოთეატრი 2014 წელს წელს სრულად განახლდა და აღიჭურვა ახალი, სამგანზომილებიანი პროექტორითა და ეკრანით, არეკვლის 3.0 სისტემით, რაც ფილმის ყურების პროცესს უფრო სასიამოვნოსა და შთამბეჭდავს ხდის.

კინოთეატრ „ბაკურიანში“ განთავსებული საინფორმაციო ცენტრი საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს უზრუნველყოფს ინფორმაციით ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული პროდუქტების შესახებ. საინფორმაციო ცენტრი დამსვენებლებს საშუალებას აძლევს, შეიძინოს სასურველი აბონემენტი რიგში დგომის გარეშე და მიიღოს დეტალური ინფორმაცია ამინდზე, საბაგიროს ფუნქციონირებაზე, მთაზე არსებულ მდგომარეობაზე, განთავსებისა და კვების ობიექტებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგსა და ა.შ.

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციისთვის შეიქმნა ფუნქციურად და ინფორმაციულად სრულყოფილი აპლიკაცია - ის ერთი ბრენდის ქვეშ აერთიანებს ოთხ სამთო კურორტს: გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია. აპლიკაცია უნიკალური გზამკვლევია, რომელიც როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის სეზონზე მომხმარებელს მთის კურორტების შესახებ ამომწურავ ინფორმაცის აწვდის..
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა