logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ოთარ დანელია: მიწის რეგისტრაციის პროცესი 2019 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება
ოთარ დანელია: მიწის რეგისტრაციის პროცესი 2019 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება
21:08 28.06.2018
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მიწის რეგისტრაციის პროცესი სისტემური და სპორადული წესით, კანონით დადგენილი შეღავათებით 2019 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება.



პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონში ცვლილებები გამარტივებული წესით განიხილეს.



ოთარ დანელიას განცხადებით, 2016 წლის 31 ივლისს ამოქმედებული საკანონმდებლო რეფორმის მიზანს წარმოადგენდა იმ სირთულეების აღმოფხვრა, რომლებსაც მიწის ნაკვეთების მფლობელები საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ.



კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა, მოიხსნა ის ბიუროკრატიული თუ ფინანსური ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა ამ პროცესში.



„წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს კანონის მოქმედების ვადა 2019 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდეს, რაც შექმნის იმის საფუძველს, რომ გაგრძელდეს მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში სისტემური და სპორადული წესით მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი, ამავე კანონით დადგენილი სპეციალური წესისა და შეღავათების გათვალისწინებით,“- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.



მომხსენებლის თქმით, რეფორმის გაგრძელება ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობის კუთხითაც მნიშვნელოვანი იქნება. მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაციის დასრულება შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მთავრობას, შეიმუშაოს სოციალური პროექტები, მიწის ადმინისტრირებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს უწყვეტ ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სექტორებში. ასევე, მთავრობას მიეცემა თანმიმდევრული საგადასახადო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა, რომელიც მიწის რეალურ მესაკუთრეებზე იქნება ორიენტირებული.

„რეფორმის დაწყებიდან 2018 წლის 15 ივნისამდე დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულია 500 ათსამდე (486 100) მიწის ნაკვეთი, რომლის ჯამური ფართობი შეადგენს 214 973 ჰა-ს,“- განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით სააგენტოს ყოველდღიურად წარედგინება 1500-დან 2000-მდე განცხადება, ცალკეულ დღეებში განცხადებების რაოდენობამ 5000-ს გადააჭარბა. ამჟამად სააგენტოში მიმდინარეობს 105 000 განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება.

„საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია 12 საპილოტე არეალი. ამ ეტაპზე სისტემური რეგისტრაცია განხორციელდა 7 საპილოტო არეალზე (ჯიმითი, მზისგული, არბოშიკი, არხილოსკალო, სალხინო, საგურამო, მანგლისი). საკადასტრო აზომვითი სამუშაოები შესრულდა 17 785 მიწის ნაკვეთზე, რომლის ჯამური ფართობი შეადგენს 7 915 ჰა-ს,“- განაცხადა ოთარ დანელიამ.

მომხსენებლის თქმით, სისტემური რეგისტრაციით ყველა საპილოტო არეალში საკადასტრო აზომვითი სამუშაოების დასრულება შესაძლებელი იქნება 2018 წლის 31 დეკემბრამდე.

„კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება მნიშვნელოვანია მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებების წარმატებით დასასრულებლად, ასევე, დაინტერესებული პირების მაღალი მიმართვიანობიდან გამომდინარე. ვადის გაგრძელება უზრუნველყოფს პირველადი რეგისტრაციის პროცესის დასრულებას და მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემების გასწორებას, რაც ხელს შეუწყობს მიწის ეფექტურ მართვას, საკუთრების უფლების დაცვას, სახელმწიფოს საპრივატიზაციო საქმიანობას და მიწის ბაზრის განვითარებას,“- აღნიშნა ოთარ დანელიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა