თამარ მეფის გამზირზე მოძრავ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
თამარ მეფის გამზირზე მოძრავ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
17:45 27.06.2018
თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავ ყვითელ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
„მოდიოდა ავტობუსი ბოლო გაჩერებიდან, საბურთალოს მიმართულებით მიემართებოდა. ამოვარდა ცეცხლი და ავტობუსის წინა ნაწილი დაიწვა. მიზეზი არ ვიცით ჯერ. დაშავებული არავინაა“- განაცხადა თვითმხილველმა.

ბეჭდვა