logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ყველა პირობა შექმნილია იმისათვის, რომ ატმის სეზონი წარმატებული იყოს
ლევან დავითაშვილი: ყველა პირობა შექმნილია იმისათვის, რომ ატმის სეზონი წარმატებული იყოს
16:28 27.06.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ატმის გადამმუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს და ექსპორტიორებს შეხვდა.

მინისტრმა შეხვედრაზე ატმის ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 27 ივნისის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 700 ტონა ატამი. 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში, საქართველოდან ატმის ექსპორტის რაოდენობა 30 ტონას შეადგენდა.

„იმისათვის, რომ ატმის მოსავლის აღების, დაბინავებისა და რეალიზაციის პროცესი მაქსიმალურად შეუფერხებლად და კოორდინირებულად წარიმართოს, ინტენსიური შეხვედრები იმართება ფერმერებთან, მეწარმეებთან და ექსპორტიორებთან. დღეისათვის, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია ექსპორტი. ჩვენ შევხვდით ყველა იმ კომპანიის წარმომადგენელს, რომლებიც სახელმწიფოს თანადაფინანსების ფარგლებში შეიქმნა. დღეისათვის გვაქვს საკმარისი სამაცივრო სიმძლავრეები, რაც ექსპორტის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია არასტანდარტული ატმის გადამუშავების მიმართულებით კოორდინაცია. სწორედ ამიტომ, უკვე გადამმუშავებელი კომპანიების წარმომადგენლებთან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს. ყველა პირობა შექმნილია იმისათვის, რომ ატმის სეზონი წარმატებული იყოს,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომპანიის „კულა“ დირექტორმა, ივანე გოგლიძემ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „კულა“ უკვე რამდენიმე წელია ადგილობრივ ატამს იბარებს.

„ჩვენ ვაწარმოებთ როგორც წვენს, ასევე ხილფაფას და კომპოტს. წელს ვიწყებთ ატმის ჩირის გამოშვებას; წლევანდელ სეზონზე სამრეწველო პერიოდში, 500 ტონამდე ატმის გადამუშავებას ვგეგმავთ“,- განაცხადა ვანო გოგლიძემ.

აღსანიშნავია, რომ ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი. შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა