logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დედაქალაქის მერი კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერი კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
15:18 26.06.2018
დედაქალაქის მერი კახა კალაძე კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო . სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს.

კახა კალაძის განცხადებით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და დათქმულ ვადაში დასრულდება.

„კახეთის გზატკეცილზე სათადარიგო გზის სამუშაოები მიმდინარეობს. რვა კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთში მიმდინარე სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება. უკვე ჩატარდა მიწისქვეშა სამუშაოები, მოეწყო სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართული იყო კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელმაც სარეაბილიტაციო მონაკვეთში წყალგაყვანილობის ქსელის მოსაწესრიგებლად ორი მილიონი ლარი დახარჯა. ამჟამად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. მომავალ წელს კი, თავისი გზაგამყოფებით, მწვანე ნარგავებითა და განათების სისტემით კახეთის გზატკეცილზე ცენტრალური გზის სრულად მოწესრიგებას დავიწყებთ. აქ უკვე დაწყებულია ბორდიურის მოწყობა. უახლოეს დღეებში, ასევე, მწვანე სივრცეების მოწყობას დავიწყებთ. ვფიქრობ, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დედაქალაქის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო მონაკვეთის ნაწილზე უკვე დაიგო ასფალტის საფარის ქვედა ფენა, ამ ეტაპზე კი, ბორდიურისა და ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტით გათვალისწინებულია 7,3 კმ სიგრძის მონაკვეთის (ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩიდან აეროპორტის ხიდებამდე) სრული რეაბილიტაცია, რაც ახალი ბორდიურის, ტროტუარების, სანიაღვრე ქსელისა და ორზოლიანი საავტომობილო სავალი ნაწილის მოწყობას გულისხმობს. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ ლოკაციაზე ორ მილიონ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, წყალგაყვანილობისა და წყალარინების ქსელების შეცვლა მოხდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 25 მარტს დაიწყო და სამ თვეში დასრულდება. აღნიშნულ სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯეუ გრუპი“ აწარმოებს.

მიმდინარე პროექტს დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გაგი ბუაძე, ისნისა და სამგორის რაიონების გამგებლები კახა ლაბუჩიძე და კახა გულედანი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა