ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ,,საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებასთან” დადებულ მემორანდუმს ცალმხრივად წყვეტს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ,,საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებასთან” დადებულ მემორანდუმს ცალმხრივად წყვეტს
15:16 26.06.2018
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ,,საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებასთან” (GSPSA) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ცალმხრივად წყვეტს.

ამის შესახებ სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

„ბოლო დროს გამოიკვეთა რამდენიმე ორგანიზაცია და აქტივისტი, რომლებიც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან რეორგანიზაციით გათავისუფლებულ ადამიანებთან ერთად, პირადი გამორჩენის მიზნით ცდილობენ სააგენტოსთვის ჩრდილის მიყენებას და მის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

ამ და სხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გაწყვიტოს 2015 წლის 8 მაისს ,,საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებასთან” (GSPSA) დადებული მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიზანია, ყველა მიმდინარე და დაგემილი პროცესი იყოს გამჭვირვალე და ღია ყველა დაინტერესებული მხარისათვის, ვინაიდან საზოგადოების აქტიური მონაწილეობა პროცესებს უფრო სრულყოფილს გახდის და ეს საბოლოო ჯამში ჩვენს დედაქალაქში ცხოველების მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. მადლობას ვუხდით ყველა მოხალისეს თუ ორგანიზაციას, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მონაწილეობს ცხოველების მოვლა-პატრონობის პროცესში და სააგენტოსთან ერთად ზრუნავს მათზე“- ნათქვამია განცხადებაში.






ბეჭდვა