logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
კახა კალაძე კომპანია „სვეტის“ დაზარალებულებს შეხვდა
კახა კალაძე კომპანია „სვეტის“ დაზარალებულებს შეხვდა
09:53 26.06.2018
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მენაშენეების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. როგორც დაზარალებულებმა შეხვედრაზე განაცხადეს, დეველოპერული კომპანია „სვეტი,“ რომელსაც არცერთ სამშენებლო ობიექტზე მშენებლობის ნებართვა არ გააჩნია, მშენებლობის შეჩერების მთავარ მიზეზად მერიისგან ნებართვების გაუცემლობას ასახელებს, რაც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისა და პრობლემის სხვაზე გადაბრალების მცდელობაა.

კახა კალაძე დაზარალებულ პირებს მერიის კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერასა და მშენებლობის გასაგრძელებლად ნებართვების დაჩქარებულ ვადაში გაცემას დაჰპირდა.

მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, მერია ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ მოსახლეობა არ დარჩეს დაზარალებული.

„კომპანია „სვეტს“ ჰქონდა ნებართვების გარეშე დაწყებული მშენებლობები. ჩვენ მზად ვართ, ამ კომპანიის გარკვეულ ობიექტებზენებართვების გასაცემად იმისთვის, რომ მათ განაახლონ მშენებლობა. მირცხულავას ქუჩის მონაკვეთებზე, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ბლოკებზე, უკვე მზად არის ყველაფერი ნებართვების გასაცემად. ეს იქნება პირობიანი ნებართვა, რომ კომპანიამ მოკლე და წინასწარ განსაზღვრულ ვადაში დაასრულოს სანებართვო პროცედურები სხვა ობიექტებზეც. ჩვენ მოვთხოვთ კომპანია „სვეტს“, რომ უახლოეს დღეებში განაახლოს მშენებლობა ძირითად ობიექტებზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ კომპანია არის სიცოცხლისუნარიანი,“ - განაცხადა ილია ელოშვილმა.

შეხვედრის მონაწილე ერთ-ერთი დაზარალებულის, ბიძინა მშვილდაძის თქმით, თბილისის მერმა მოისმინა დაზარალებულთა პრობლემების შესახებ და მათ მხარდაჭერა აღუთქვა.

„ჩვენ შეხვედრაზე ბატონი კახისგან მივიღეთ პრობლემის მოგვარების პროცესში სრული მხარდაჭერა. მან ადამიანურად აგვიხსნა მშენებლობასთან დაკავშირებული პროცედურები და მერიის შესაძლებლობები ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ შევთანხმდით, რომ მერია ახლო მომავალში, ერთი კვირის ვადაში, კომპანიას მისცემს პირობიან ნებართვას მშენებლობის დასაწყებად. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, თუ რამდენად აქვს კომპანიას მშენებლობის გაგრძელებისა და მენაშენეების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების რესურსი,“ - განაცხადა ბიძინა მშვილდაძემ.

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას არქიტექტურის სამსახურის უფროსი თეიმურაზ ბოლოთაშვილი დაესწრო.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა