ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ჩაერთოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტში
ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ჩაერთოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტში
13:42 24.06.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მარათონს „თბილისი“ შეუერთდა.



ირაკლი კობახიძემ გარბენში შვილთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.



“ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის პოპულარიზაცია ჩვენ ქალაქში, ჩვენ ქვეყანაში და დიდი სიხარული ვუერთდებით და დიდი ენთუზიაზმით ამ ინიციატივას, რომელიც ეკუთვნის ჩვენი ქალაქის მერს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ჩაერთოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში და სპორტში”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.



მარათონი თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით დაფუძნდა და მიზნად ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ისახავს. ​


ბეჭდვა