სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 36,394 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა
სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 36,394 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა
17:16 21.06.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 ივნისის მდგომარეობით, სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 36,394 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. მათ შორის, დაახლოებით 75 პროცენტი (27,143 ასს) გამართული იყო.
აღსანიშნავია, რომ 5,953 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ განმეორებით გაიარა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ხოლო 243-ი მათგანი დამატებით იქნა დახარვეზებული.
იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შორის, რომლებმაც სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გაიარეს, 8,532 მათგანი იურიდიული პირების საკუთრებაშია.
2018 წლის პირველი ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაიწყება.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის გამარტივების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მოქმედებს ვებ-გვერდი (www.pti.ge), რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საშუალება ექნება ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად დაგეგმოს ვიზიტი მისთვის სასურველი თარიღის და დროის გათვალისწინებით. აღნიშნული ვებ-გვერდი 2018 წლის იანვრიდან ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის.
აგრეთვე, 2018 წლის 3 იანვრიდან ამოქმედდა ცხელი ხაზი - 1484, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს ემსახურება და აწვდის შესაბამის ინფორმაციას.



ბეჭდვა