logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
თსუ-ში „შუასაუკუნეების ქართული რომანი „ვეფხისტყაოსანი“ და შექსპირის ბოლოდროინდელი პიესები“ - პრეზენტაცია გაიმართა
თსუ-ში „შუასაუკუნეების ქართული რომანი „ვეფხისტყაოსანი“ და შექსპირის ბოლოდროინდელი პიესები“ - პრეზენტაცია გაიმართა
18:34 18.06.2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის ინგლისურენოვანი მონოგრაფიის - "Mედიევალ Gეორგიან ღომანცე "თჰე Mან ინ ა Pანტჰერ-შკინ" ანდ შჰაკესპეარე"ს Lატე Pლაყს" ("შუასაუკუნეების ქართული რომანი "ვეფხისტყაოსანი" და შექსპირის ბოლოდროინდელი პიესები") პრეზენტაცია გაიმართა. მონოგრაფიის საშუალებით მკითხველს ეძლევა სრული ინფორმაცია რუსთველის "ვეფხისტყაოსნისა" და მისი თვისობრივი მიმართების შესახებ წინარე რენესანსის ევროპულ აზროვნებასთან. კერძოდ, ცნობილი ხდება, რომ შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" ევროპული საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა არა მეცხრამეტე არამედ მეჩვიდმეტე საუკუნეში და სიუჟეტურ წყაროდ გამოყენებული ყოფილა უილიამ შექსპირის ინგლისურ დრამატურგიაში.
წიგნის პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გია ალიბეგაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ალექსანდრე თევზაძის თქმით, დასავლეთ ევროპული ფასეულობების შექმნაში ქართულმა ლიტერატურამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა: "ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ დღევანდელი ქართული განვითარების ვექტორი დასავლეთ ევროპულ ფასეულობებთან არის დაკავშირებული. ელგუჯა ხინთიბიძის გამოკვლევებიდან კი ირკვევა, რომ ამ ფასეულობების შექმნაში ქართულმა ლიტერატურამ თავისი წვლილი შეიტანა."
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის განცხადებით, ელგუჯა ხინთიბიძის მონოგრაფია უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო გამოკვლევაა: "თამამად შეიძლება ითქვას, რომ ელგუჯა ხინთიბიძის მონოგრაფიამ რუსთველოლოგიაში გადატრიალება მოახდინა. ეს უმნიშვნელოვანესი მეცნიერული მიგნებაა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვადასტურებთ, რომ ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნეში "ვეფხისტყაოსანი" მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში კუთვნილ ადგილს იკავებდა".
წიგნის ავტორის პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის თქმით, წარმოდგენილ წიგნსა და თემაზე საუბარი 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკასა და ევროპაში: "ინგლისური ლიტერატურათმცოდნეობა უკვე საუკუნეებია ეძებს იმ სიუჟეტურ წყაროს, რომელსაც სამი დიდი პიესა - შექსპირისა და მისი ორი თანამემკვიდრის პიესები ემყარებოდა. ასე რომ, ეს სიახლე არ არის მხოლოდ ქართული ლიტერატურათმცოდნეობისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი ქართული სამყაროს დიდი წარდგინებაა ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის წინაშე."
შექსპირის გვიანდელი პერიოდის შემოქმედებისა და მისი თანამედროვე ინგლისელი დრამატურგების ერთ-ერთი ლიტერატურული წყარო უნდა იყოს შუა საუკუნეების ქართული რომანის რუსთველის "ვეფხისტყაოსანის" პროტაგონისტთა სიყვარულის ისტორია. კერძოდ, XVII საუკუნის დასაწყისის ინგლისელი დრამატურგების ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის ორი პიესის "მეფე და არა მეფის" და "ფილასტერის" სიუჟეტის ძირითადი ხაზი ამ ლიტერატურული წყაროს ფაბულის სხვა გარემოში და სხვა პერსონაჟებზე გადატანაა. უილიამ შექსპირის "ციმბელინის" როგორც კომპოზიცია, ასევე იდეურ-თემატური ჩანაფიქრი იმავე წყაროდან მომდინარეობს. ხოლო მისი შემოქმედების ბოლო პერიოდის სხვა პიესებში აშკარად შეინიშნება რემინისცენციები ნესტანისა და ტარიელის რომანის კომპოზიციური და სიუჟეტური დეტალებისა.
წიგნი დაბეჭდა ADOLF M. HAKKEღთ – PUBLIშHEღ-ის გამომცემლობამ ამსტერდამში, 2018 წელს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის