logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„გაუფრთხილდი ქალაქს“ - თბილისის მერია ახალი სოციალური კამპანიისთვის კონკურსს აცხადებს
„გაუფრთხილდი ქალაქს“ - თბილისის მერია ახალი სოციალური კამპანიისთვის კონკურსს აცხადებს
14:30 18.06.2018
„გაუფრთხილდი ქალაქს“ - დედაქალაქის მერია ახალი სოციალური კამპანიის წარმოების მიზნით კონკურსს აცხადებს. კონკურსი საუკეთესო კონცეფციის გამოვლენას ითვალისწინებს, რომლის ავტორი სარეკლამო კომპანია მას 6 თვის განმავლობაში განახორციელებს. გამარჯვებულ კონცეფციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, სოციალურად აქტიური პირებისგან დაკომპლექტებული კომისია თბილისის მერიასთან ერთად გამოავლენს. 6-თვიანი სოციალური კამპანია მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, სოციალური პასუხისმგებლობის გაღვივებას და ქალაქზე ზრუნვის კულტურის განვითარებას.

„ჩვენ უნდა დავანგრიოთ სტერეოტიპები, რომელიც არსებობს, რომ აი, ავირჩიეთ ქალაქის მერი, ქალაქის მთავრობა და ისინი მიხედავენ ყველაფერს. პასუხისმგებლობა, რომელიც ქალაქის მთავრობას, მერს გააჩნია, კარგად გვაქვს გაცნობიერებული და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენი გასაკეთებელია, თუმცა, ქალაქის მოსახლეობის ჩართულობა ქალაქის განვითარებაში, მის მოვლა-პატრონობაში ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე მოთხოვნაც არის საზოგადოების მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ქალაქზე ზრუნვის საჭიროება ყველამ უნდა გაითავისოს.

„ძალიან ბევრი ვანდალიზმის ფაქტი ფიქსირდება, ზიანდება სკვერები, იგივე შემთხვევა გვქონდა ახალ ავტობუსებში. ეს ქალაქი ყველასია. ყველამ უნდა გაითავისოს ეს. როგორც საკუთარ ოჯახში ვუვლით ნივთებს, ისე უნდა გავუფრთხილდეთ ქალაქს და მოვუაროთ. სხვაგვარად ძალიან გაგვიჭირდება. იმედი მაქვს, რომ საზოგადოების თანადგომა და მხარდაჭერა იქნება და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ვუპასუხოთ აქტუალურ გამოწვევებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

დავალება, რომელსაც სარეკლამო კომპანიები მიიღებენ, ეფუძნება თბილისის მერიის დაკვეთით ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას, რომელიც ამ მიმართულებით სრული და ნათელი სურათის დანახვის საშუალებას იძლევა. კამპანია უნდა მოიცავდეს სხვადასხვა სახის სასარგებლო და შედეგზე ორიენტირებულ აქცია-აქტივობებს, რომლებშიც დედაქალაქის მცხოვრებლები ჩაერთვებიან.

აღნიშნული თემატიკის სოციალური კამპანიის წარმოების საჭიროება საერთო სარგებლობის სივრცეში დაფიქსირებულმა ვანდალიზმისა და დაბინძურების ფაქტებმა განაპირობა.

სოციალური კამპანია ხელს შეუწყობს როგორც ზრდასრულებში, ისე მომავალ თაობაში სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას, დედაქალაქის იერსახის გაუმჯობესებას, თბილისის მერიის მიერ შესრულებული პროექტების შენარჩუნებას, შესაბამისი სამსახურების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას.

საკონკურსო პროექტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 18 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით, კონკურსის შედეგები კი გასაჯაროვდება არა უგვიანეს 2018 წლის 30 ივლისისა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა