ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი განძის ვაჰან ტერიანის სახელობის #1 საჯარო სკოლაში არსებულ
ქართული ენის კლუბს საჩუქრები გადაეცა.
ქართული ენის კლუბს საჭირო ინვენტარი და წიგნები საჩუქრად დეპუტატმა, გიორგი მოსიძემ გადასცა.
მოსიძე ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატთან, ენზელ მკოიანთან ერთად, სოფელ განძაში იმყოფებოდა.
„გიორგი მოსიძე მონაწილეობდა გადაცემაში „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი". გადაცემაში მიწვეულ სტუმრებს კითხვებს უსვამენ სკოლის მოსწავლეები. მან მოიგო 3000 ლარი და გადაწყვიტა აღნიშნული თანხით, კლუბის საქმიანობიდან და მიზნებიდან გამომდინარე, საჭირო ინვენტარი ეყიდა და საჩუქრად გადაეცა ქართული ენის კლუბისთვის, რომლის მეურვეა სკოლის ქართული ენის მასწავლებელი მაკა ანთაძე“- აცხადებენ ნინოწმინდის მერიაში.