საბურთალოსა და ნაძალადევის რაიონების ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
საბურთალოსა და ნაძალადევის რაიონების ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
16:52 13.06.2018
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო დღეს, 14 ივნისს დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კერძოდ, შეზღუდვა შეეხება:

საბურთალოს რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ხუდადოვის, მანჯგალაძის, მახალდიანის და ზაქრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.




ბეჭდვა