logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
გენადი მარგველაშვილი: იყო ოლიმპიადის მონაწილე, ეს უკვე გამარჯვებაა, იყო წარმატებული მონაწილე, ეს ორჯერ უფრო მეტია
გენადი მარგველაშვილი: იყო ოლიმპიადის მონაწილე, ეს უკვე გამარჯვებაა, იყო წარმატებული მონაწილე, ეს ორჯერ უფრო მეტია
21:57 11.06.2018
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის მიერ ორგანიზებული მათემატიკის ოლიმპიადის, „გახდი ოლიმპიელი 2018“-ის გამარჯვებულთა დაჯილდოებას დაესწრო.

ოლიმპიადა უკვე მესამე წელია, რაც ტარდება. წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო მე-6 კლასის 1400-მდე მოსწავლემ. “გახდიოლიმპიელი 2018”-ის ფინალურ ტურში 67 მონაწილე გადავიდა. ოლიმპიადის ფარგლებში გამოვლინდნენ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები, რომელთაც პრიზები გადაეცათ.

გამარჯვებულს, ოლიმპიადის მთავარ პრიზთან ერთად, გადაეცა ქართველი მოქანდაკის, ირაკლი წულაძის მიერ დამზადებული ჯილდო.

საშუალო საფეხურიდან (10-12 კლასები) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მათემატიკის მოყვარული მოსწავლეები მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო მათემატიკის ოლიმპიადებში ( IMO), 2017 წელს საქართველოს გუნდმა დიდ წარმატებას მიაღწია - ექვსივე მონაწილე გახდა ოლიმპიადის გამარჯვებული. მოსწავლებმა 1ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მსოფლიოს 111 ქვეყანას შორის, საქართველო 12-ე ადგილზე გავიდა, ხოლო ევროპის მასშტაბით მე-2-3 ადგილზე.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დაჯილდოების დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა:
„დღეს გახარებული ვარ იმიტომ, რომ თქვენთან ვარ, როგორც თქვენი ოჯახის წევრი. მინდა, მადლობა გადავუხადო მასწავლებლებს, რომლებიც მოსწავლეების გვერდით არიან, ასევე, მშობლებსა და მოსწავლეებს იმისათვის, რომ აირჩიეს ეს შრომით სავსე, არცთუ ისე მარტივი გზა. იყო ოლიმპიადის მონაწილე, ეს უკვე გამარჯვებაა, იყო წარმატებული მონაწილე, ეს ორჯერ უფრო მეტია. მე თქვენ წინაშე ხუთი როლით მიწევს გამოსვლა: როგორც მოსწავლეს (თავის დროზე მსგავს ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლე ვიყავი), როგორც მასწავლებელს (19 წლის განმავლობაში ჩემმა 10-ზე მეტმა მოსწავლემ გაიმარჯვა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე) როგორც დირექტორს (წლების განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკურ სკოლას), ასევე, წარმოდგენილი ვარ როგორც მშობელი, რადგან ჩემი შვილებიც საერთაშორისო ნაკრებში მოხვდნენ, და ბოლოს, ვარ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც კურირებს ამ მიმართულებას.“

გენადი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მსგავსი ოლიმპიადები თანაბრად მიწვდომადი იყოს საქართველოში მცხოვრები ყველა მე-6 კლასელისთვის და არამარტო.

„რადგან ნიჭი სწორედ თანაბრადაა გადანაწილებული როგორც თბილისში, ქუთაისში თუ ბათუმში, ასევე ნებისმიერ სხვა ქალაქსა თუ რაიონში. შესაბამისად, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ყველა ღონეს მიმართავს იმისათვის, რომ ეს წვდომადობა იყოს მაქსიმალური, რათა საბაზო საფეხურის სწავლება იყოს იმ ტიპის კრეატივით, რომელიც ამ ოლიმპიადის ამოცანებშია“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის