logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დედაქალაქის მერი ლისის ტბაზე სპორტულ ღონისძიებებს დაესწრო
დედაქალაქის მერი ლისის ტბაზე სპორტულ ღონისძიებებს დაესწრო
19:17 09.06.2018
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით დაფუძნებულ სპორტულ ფესტივალს „თბი-ლისი“ დაესწრო.

„დღეს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებით, სადაც პროექტის „თბი-ლისი“ ფარგლებში, სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს. ძალიან მიხარია, რომ ხალხმრავლობაა, ბევრი ახალგაზრდაა მოსული. მნიშვნელოვანია, რომ ფედერაციებს გამოვუყავით თანხები ვაჯიშისთვის აუცილებელი ეკიპირების შესაძენად. ამისთვის 600 ათასი ლარია გამოყოფილი და მათ წარმოადგინეს ყველაფერი, რაც ამ თანხებით იქნა შესყიდული. ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის ხელშეწყობა იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ჯანსაღი თაობები. ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესი არის მნიშვნელოვანი. ეს კონკრეტული პროექტი ყოველ შაბათს ადამიანებს მოემსახურება. ყველაფერი არის უფასო. ნებისმიერი თაობის წარმომადგენელს შეუძლია მოვიდეს, გაერთოს და სასიამოვნო დღეები გაატაროს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერთან ერთად, ლისზე სპორტულ ღონისძიებებს მერის მოადგილეები სოფიო ხუნწარია და ირაკლი ბენდელიანი, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გვილავა, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ბასილაია და თბილისის საკრებულოს დეპუტატები შალვა ოგბაიძე და გიორგი ბირბიჩაძე დაესწრნენ.

ლისის ტბაზე, სპორტული აქტივობების გარდა, ART მარკეტი ფუნქციონირებს, სადაც საქართველოში დამზადებული ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა–გაყიდვა იმართება. ფესტივალი პატარების გასართობ აქტივობებსაც მოიცავს და დილიდან აქტიურია საბავშვო კუთხე.

ასევე, სპორტული აქტივობების ფარგლებში, სხვადასხვა შეჯიბრებები იმართება. დღესვე, სპორტული ფედერაციებისთვის შეძენილი ინვენტარის და ეკიპირების ნაწილის გადაცემა მოხდება.

დღევანდელი ღონისძიება „გუფილენდის“ კონცერტით დასრულდება.

ფესტივალი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მასობრივი სპორტის განვითარებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციას და დასვენებისა და გართობისთვის სასურველი გარემოს შექმნას ემსახურება.

საფესტივალო ღონისძიებები შემოდგომის ჩათვლით, ყოველ შაბათს გაიმართება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა