logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი ტოჩინოშინს შეხვდა
ლევან დავითაშვილი ტოჩინოშინს შეხვდა
15:56 09.06.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტიტულოვან ქართველ სუმოისტს, ლევან გორგაძეს „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ დირექტორ ზაზა დუგლაძესთან ერთად უმასპინძლა.

ლევან დავითშვილმატოჩინოშინთან ერთად იაპონელ ჟურნალისტებს ქართული ღვინის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ტრადიციული ქვევრის ღვინის დაგემოვნების პარალელურად, ტოჩინოშინმა და ლევან დავითაშვილმა იაპონიასა და საქართველოს შორის ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებში, ქართული ღვინის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

პირველ ქართველ ოძეკს ლევან დავითაშვილმა არაერთი წარმატებული ორთაბრძოლა მიულოცა და მომავალში კიდევ ბევრი ბრწყინვალე გამარჯვება უსურვა.

„2017 წლიდან ჩვენ იაპონია გამოვაცხადეთ ერთ-ერთ ძალიან საინტერესო სამიზნე ბაზრად, როგორც ქართული ღვინისთვის, ასევე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისთვის. თუმცა, ყველაფერ ამას სჭირდება ცნობადობა და ამისთვის მნიშვნელოვანია, იაპონელებს ჩვენი კულტურა გავაცნოთ, რაზეც მიმდინარეობს რეგულარული მუშაობა. ვფიქრობ, ქართველი სუმოს მოჭიდავეების მიერ შეტანილი წვლილი საქართველოს ცნობადობის შესაქმნელად შეუფასებელია, ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლევან გორგაძეს ტოჩინოშინს და ლევან ცაგურიას, რომელმაც თავის დროზე საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის განსაკუთრებული როლი ითამაშა დასაქართველოს სახელი გაუთქვა. ეს ნამდვილად დაეხმარება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაციას“ , - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველო-იაპონიის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრა იაპონიის ელჩმა საქართველოში, რომელიც ცნობილ ქართველ სუმოისტთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. ტადაჰარუ უეჰარამ ხაზი გაუსვა ასევე, საქართველოს პოპულარობის ზრდას იაპონიაში, რაშიც მისი თქმით, დიდი წვლილი ტოჩინოშინმაც შეიტანა.
„ეს კვირა არის მნიშვნელოვანი იაპონელი ხალხისთვის. ჩვენ ვმასპინძლობთ ტოჩინოშინს საქართველოში. მსურს მას მადლობა გადავუხადო. მისი დამსახურებით, საქართველო უფრო და უფრო პოპულარული ხდება იაპონიაში. აღსანიშნავია, ქართული ღვინო, რომელიც საუკეთესოა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ფანტასტიური პიროვნებაა. ვარ ძალიან ბედნიერი, მივიღე უამრავი ელექტრონული შეტყობინება იაპონელი მეგობრებისგან, სადაც ნათლად ჩანდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ტოჩინოშინი და საქართველო იაპონიისთვის“ ,- აღნიშნა ტადაჰარუ უეჰარამ.
სტუმრებმა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინო დააგემოვნეს და ქართული სუფრის ტრადიციებით აღნიშნეს ქართველი სუმოისტის სტუმრობა საქართველოში. ტოჩინოშინმა ჩურჩხელებიც ამოავლო და თავად დააცხო შოთის პურები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა