სახალხო დამცველი მეტროს გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა
სახალხო დამცველი მეტროს გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა
17:13 05.06.2018
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისის მეტროს გაფიცულ მემანქანეებს შეხვდა და მათ სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას დაპირდა.
სახალხო დამცველმა უპრეცედენტო და კომიკური უწოდა სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლითაც მემანქანეებს არასამუშაო საათებში გაფიცვის უფლება განუსაზღვრელი ვადით შეეზღუდათ.
„სასამართლოს გადაწყვეტილება ნამდვილად საეჭვო იყო და მთელ რიგ კითხვებს ბადებს. არ ვიზიარებთ სასამართლოს ამ მსჯელობას და მიგვაჩნია, რომ შრომის კანონმდებლობასთან მოდის წინააღმდეგობაში. ამიტომ დავიცავთ თითოეული მათგანის ინტერესებს, თუკი ვინმეს გაათავისუფლებენ, ან ვინმეს შრომით უფლებას დაარღვევენ,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის აპარატი უახლოეს დღეებში წარადგენს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას, სადაც გაფიცვის უფლების დაცვის კუთხით განიხილავს ეროვნულ და საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ამასთან, სახალხო დამცველი მიმართავს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და თბილისის მუნიციპალიტეტს და მემანქანეებთან კონსესუსის მიღწევისთვის სახალხო დამცველის ჩართულობას სთავაზობს.

ბეჭდვა