logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ქართული ლუდის კომპანიის მიერ წარმოებული „არსი კოლა ყავით“ პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა
ქართული ლუდის კომპანიის მიერ წარმოებული „არსი კოლა ყავით“ პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა
10:35 05.06.2018
ქართული ლუდის კომპანიის მიერ წარმოებული „არსი კოლა“ ყავის არომატით (RC Cola Coffee) გემოსა და ხარისხის საერთაშორისო ინტიტუტის (ITQI) მიერ უმაღლესი გემოს სერტიფიკატით დაჯილდოვდა. აღნიშნულის თაობაზე, ოფიციალური შეტყობინება ქართულმა კომპანიამ მაისის ბოლოს მიიღო.
საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე პროდუქტების გამოსავლენად, გემოსა და ხარისხის საერთაშორისო ინტიტუტმა ბრმა შერჩევა განახორციელა, რომლის ფარგლებშიც 90 ქვეყნის 1850-მდე საკვებ და სასმელ პროდუქტს სხვადასხვა კატეგორიის ჯილდო მიენიჭა. პროდუქტების დაგემოვნება და შეფასება ევროპის წამყვანი კულინარიული ასოციაციების შეფ მზარეულებისა და სომელიეებისგან დაკომპექტებულმა ჟიურიმ უზრუნველყო. 175 შემფასებლისაგან შემდგარი ჯგუფი, პროდუქტების შეფასებას ნეიტრალური, დამოუკიდებელი და ბრმად შერჩევის მეთოდოლოგიით ახორციელებდნენ. დაგემოვნებისას, ჟიურისთვის უცნობი იყო როგორც პროდუქციის ბრენდი, ისე მისი წარმომავლობა. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ერიკ დი სპოლბერკის განცხადებით, ჟიურის შეფასება, მიმდინარე წელს წარმოდგენილ პროდუქციასთან მიმართებაში ძალიან მაღალი იყო. "ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ 2018 წლის შედეგებით. ჩვენი მისიაა სამომხმარებლო კვების პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესება. ამიტომ, მოხარული ვართ ჟიურის წევრების მოსმენით, რომლებიც აღნიშნავენ რომ წელს წარმოდგენილი პროდუქციის გემო უაღრესად მაღალი იყო. ჩვენ დავაჯილდოვეთ 1,800-მდე პროდუქტი. ეს არის ნიშანი იმისა, რომ მწარმოებლები უფრო მეტად ეძებენ ხალხმრავალ ბაზრებზე მათი პროდუქტების დივერსიფიცირების და მომხმარებელთა დარწმუნების გზებს.
გემოსა და ხარისხის საერთაშორისო ინტიტუტი (ITQI) წარმოადგენს საკვები და სასმელი პროდუქტების შეფასებისა და სერტიფიცირების მსოფლიოში წამყვან ორგანიზაციას, რომელიც უკვე 15 წელია აწარმოებს კვლევებს ამ მიმართულებით. ამ ხნის მანძილზე, ინტიტუტმა უზრუნველყო 130 ქვეყნის 10 000 პროდუქტის შეფასება. ITQI-ის ჟიური აერთიანებს ევროპის თხუთმეტამდე პრესტიჟული კულინარიული და სასმელი ასოციაციების, მათ შორის „Maîtres Cuisiniers de France“-ის, „Association de la Sommellerie Internationale (ASI)“-ის, „Federazione Italia Cuochi (FIC)“-ის, „Euro-Toques“-ის, „Federación de Asociaciones de Cocineros de España“-ის, „Verband der Köche Deutschlands“-ის შეფ-მზარეულებს და სომელიეებს. ორგანიზაციის პროცესები სერტიფიცირებულია ISO 9001 სტანდარტების შესაბამისად.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა