logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28
ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) პარლამენტში უმასპინძლეს
ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) პარლამენტში უმასპინძლეს
19:10 04.06.2018
საქართველოს პარლამენტს დღეს იმპერატორის თასის მფლობელი ქართველი სუმოისტი, ოძეკი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ეწვია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა.

ირაკლი კობახიძემ ლევან გორგაძეს, პარლამენტის სახელით, „ვეფხისტყაოსანი“ და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკოლექციო მონეტა გადასცა.

„ჩვენ დღეს ვუმასპინძლეთ პარლამენტში ჩვენს სახელოვან სპორტსმენს, ტოჩინოშინს, რომელიც ნამდვილად არის ჩვენი ელჩი იაპონიაში. თითოეულ ჩვენგანს ძალიან გაგვიხარდა, ის უდიდესი წარმატება, რომელიც ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენმა მოიპოვა. 90-იანი წლებიდან ვუყურებ სუმოს და მაშინ ვერც კი წარმომედგინა, რომ შესაძლებელი იყო, ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენს თანამემამულეს, ამხელა ტურნირი მოეგო. ეს იყო ძალიან დიდი სიხარული თითოეული ჩვენგანისთვის და მეამაყება, რომ დღეს ჩვენ პარლამენტში ტოჩინოშინს ვმასპინძლობდით. იგი მისაბაძი მაგალითია თითოეული ბავშვისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის, მისაბაძი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება შრომით მიაღწიო უმაღლეს მწვერვალებს და მადლობა მინდა მას გადავუხადო ამისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ ლევან გორგაძეს სამომავლო წარმატებები და გამარჯვებები უსურვა.

„ძალიან დიდი ემოციებით შემხვდნენ აეროპორტში. ნამდვილად არ ველოდი, თუ ამდენი ადამიანი დამხვდებოდა, ძალიან გახარებული ვარ და რაც ყველაზე მთავარია, ჩემი შვილი 7 თვეა, რაც დაიბადა და დღეს აეროპორტში პირველად დავიჭირე ხელში. ბედნიერი ვარ. დღეს კიდევ იმით ვარ ბედნიერი, რომ რაინდის წოდება მომანიჭეს, ამისთვის დიდ მადლობას გიხდით. მომავალში, შევეცდები, რომ რაინდის წოდება ვატარო ისე, რომ იოკუძუნობამდე მივაღწიო“,- განაცხადა ლევან გორგაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის
ინტერვიუ
ინტერვიუ აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელთან: საქართველოს წარმატება ტურიზმის სფეროში ჩვენთვისაც სასარგებლოა
17:08 03.02.2019
ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნაჰიდ ბაგიროვი ჟურნალისტ ლეილა მურადს
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ილჰამ ალიევთან: საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურების ნაცვლად ევროპაში ტვირთების სახმელეთო გზით გაგზავნა უფრო ეკონომიური და სწრაფია
15:09 23.01.2019
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, შვეიცარის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან