logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
N192 ბაღში არსებული „გარდამავალი ჯგუფი“ სექტემბრიდან ბაღების სააგენტოს დაქვემდებარებაში გადავა
N192 ბაღში არსებული „გარდამავალი ჯგუფი“ სექტემბრიდან ბაღების სააგენტოს დაქვემდებარებაში გადავა
17:01 28.05.2018
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ფონდისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის - "გარდამავალი ჯგუფის" საპილოტე ფაზა დასრულდა. პროექტი, რომელიც N192 საჯარო ბაგა-ბაღში 2017 წლის სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობდა, ახალი სააღმზრდელო წლიდან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელშეწყობით გააგრძელებს ფუნქციონირებას.

საბავშვო ბაღს დღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს განვითარების პროგრამების კოორდინატორი სოფია ქამუშაძე, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, ეკატერინე მესხრიკაძე და პროექტის მენეჯერი რუსუდან ჩხუბიანიშვილი ესტუმრნენ, რომლებსაც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ უმასპინძლა. სტუმრები პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ და გამოთქვეს მზადყოფნა, რომ "გარდამავალი ჯგუფები" ამ პროექტის საფუძველზე თბილისის სხვა საჯარო ბაღებშიც გაიხსნას.

"ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები თითოეულ ბავშვთან მისი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით მუშაობენ. "გარდამავალი ჯგუფის" მთავარ მიზანს აუტიზმის სპექტრის მქონე და სხვა სახის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს ასაკის შესაბამის ჯგუფებში უმტკივნეულოდ გადასვლა წარმოადგენს. პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, ანალოგიური ჯგუფები თბილისის სხვა ბაღებშიც გაიხსნას და ამით განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს კიდევ უფრო გავუმარტივოთ თანატოლებთან კომუნიკაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია," - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ამ ეტაპზე "გარდამავალი ჯგუფი", კარიტასის ფონდის ხელშეწყობით, ზუგდიდში, თბილისსა და თელავში ფუნქციონირებს. ჯგუფი აღჭურვილია საჭირო ინვენტარითა და რესურსით, რაც ნებისმიერი განვითარების მქონე ბავშვისთვის ხელმისაწვდომსა და სასურველს ხდის გარემოს. სპეციალურად ამ პროექტისათვის, გადამზადების კურსი გაიარა N192 ბაღის ყველა აღმზრდელმა და აღმზრდელის თანაშემწემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის