მიხეილ სააკაშვილი: მე სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, ივანიშვილი კი ორებზე და სამებზე სწავლობდა
მიხეილ სააკაშვილი: მე სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, ივანიშვილი კი ორებზე და სამებზე სწავლობდა
16:19 26.05.2018
მოსწავლეების მიერ გამოსაშვებ გამოცდებზე ნაჩვენებ შედეგებს საქართველოს ყოფილი პრეზი დენტი, მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელით ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ახალგაზრდების 25% სიღარიბისთვის გაწირა.
„წელს, სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაიჭრა 25 % მეტი, (ჩვენს დროს იყო 7%). ანუ ყოველმა მეოთხე მოსწავლემ სკოლის პროგრამა ვერ აითვისა. დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პირობებში, სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა და კეთილდღეობის შექმნა, შესაძლებელია მხოლოდ ერთი გზით, მომავალი თაობისთვის კარგი განათლების მიცემით.
ნაჩვენები შედეგი კი იმას ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“, თავისი მავნებლური საგანმანათლებლო პოლიტიკით, ჩვენი ახალგაზრდების 25% გაწირა სიღარიბისთვის.
მე სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და ყველა უმაღლესი სასწავლებელი წარჩინებით, ივანიშვილი კი, ორებზე და სამებზე სწავლობდა, შესაბამისად, ხუთოსანი წარმოშობს ხუთოსნებს და ოროსანს ეზიზღება სწავლა და უნდა, რომ შემდეგი თაობაც იყოს უცოდინარი!“-აცხადებს სააკაშვილი.

ბეჭდვა