logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება
15:50 26.05.2018
საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღი თბილისში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ოჯახის წევრებთან და მერის მოადგილეებთან ერთად, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოდგენილი პავილიონები დაათვალიერა.

დედაქალაქის მერმა საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ამ დღის აღსანიშნავად ევროპული ქვეყნების ლიდერებს თბილისში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მივულოცო ჩემი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, არამხოლოდ საქართველოში, ასევე, საზღვრებს გარეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ევროპელ ლიდერებს სტუმრობისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა. ის გზა, მიმართულება, რომელიც ჩვენ გვაქვს არჩეული, არის გზა ევროპისკენ. ჩვენ ვართ ევროპელები, ჩვენი მრავალფეროვანი კულტურითა და ტრადიციებით და, რა თქმა უნდა, დასაფასებელია, რომ საქართველოს ამდენი ქვეყნის პრეზიდენტი ეწვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რუსთაველის გამზირზე, დედაქალაქის მერიის ერთ-ერთ პავილიონში - ინსტალაცია „100“, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ არის განთავსებული, თანდართული საგამოფენო სტენდით და ჩამონტაჟებული ფოტომასალით მოცულობითი ციფრებია წარმოდგენილი. ოპერის თეატრის მიმდებარედ განთავსებულია კინო-პავილიონი შესაბამისი თემატური რეკვიზიტებით, სადაც დღის განმავლობაში, სხვადასხვა ძველ ფილმებს აჩვენებენ. წარმოდგენილი იქნება ასევე, ღონისძიებისთვის მომზადებული 25 წუთიანი ფილმი სახელწოდებით - „1918-2018“.

თბილისის მერიის კიდევ ერთი ლოკაცია რუსთაველის გამზირზე 100 პოსტერისგან შემდგარი გამოფენაა. პროექტში სხვადასხვა თაობის არტისტები, მხატვრები, გრაფიკული დიზაინერები, სამხატვრო სტუდიები და სახელოსნოები, ასევე, სტუდენტები მონაწილეობენ.

რუსთაველის გამზირზე, სპეციალურად შერჩეულ ადგილას განთავსდა საქართველოს დამოუკიდებლობის რესპუბლიკის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი მოცულობითი ზომის ლოგო, რომელზეც დავით კაკაბაძის ცნობილი ფერწერული ტილოს პრინტია დატანილი.

პარლამენტის შენობის წინ მოწყობილია სამი საბავშვო გასართობი სივრცე, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა თამაშები, ანიმატორები, სამაგიდო თამაშები. ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება ასევე, ილუზიონისტების შოუ, საცირკო სანახაობა, ჯამბაზების შოუ, ოჩოფეხები, თოჯინების თეატრი, აზოტის, წყლის ბუშტების შოუ და სხვა.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილია დეკორატიული მცენარეები, ცოცხალი ყვავილების პანოები. დამთვალიერებელთათვის ეწყობა „მწვანე გაკვეთილები“, რომლებზეც გამოცდილი ფლორისტები მსურველებს დეკორატიულ ქოთნებსა და ყვავილების გვირგვინებს უმზადებენ.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 21:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისადმი მიძღვნილი გრანდიოზული გალა კონცერტი გაიმართება. 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის